სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

100-დან 100 - „ახალქალაქის ეტალონმა მოსწავლემ“ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა
14-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ქულათა მაქსიმალური რაოდენობით (100-დან 100) აფნიის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირაკლი შავაძე დაეუფლა. ეს შემთხვევა 2018 წლის „ეტალონში“ უპრეცედენტოა.

„ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ ირაკლი შავაძე აღნიშნავს, რომ პროექტმა სწავლის მიმართ მოტივაცია აუმაღლა და ახლა უფრო მეტი მონდომებით შეუდგება სწავლას:
                            
„ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი რა ვთქვა. მადლობა „ეტალონს“ მოცემული ცოდნისა და გამოცდილებისთვის. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და მეტი მონდომებით შევუდგები სწავლას.“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი მადლობას უხდის „ეტალონს“ საქვეყნო საქმის მსახურებისთვის:

„ეტალონმა“ ახალქალაქს დაუვიწყარი დღე აჩუქა, ემოციებითა და წარმატებით სავსე. მადლობა პროექტს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს მომავალში.“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი აღნიშნავს, რომ მერია ინტელექტ-ჩემპიონატს სრულ მხარდაჭერას უცხადებს:

„საქვეყნო პროექტმა დღეს ახალქალაქის მოსწავლეებს გაუჩინა სწავლის სურვილი და მოტივაცია. მადლობა „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის. ჩვენი მუნიციპალიტეტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს.“

ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი მოხარულია მოსწავლეების მაღალი აქტივობითა და შედეგებით:

„ამაყი ვარ ჩვენი სკოლებითა და მოსწავლეებით. დღეს „ახალქალაქის ეტალონმა მოსწავლემ“ 100-დან 100 ქულის მოპოვება შეძლო. გვიხარია, რომ „ეტალონში“ ვმონაწილეობთ. მადლობა და ულევი წარმატება პროექტს.“

„ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ მასწავლებელი არჩილ კოჩალიძე აღნიშნავს, რომ ირაკლიმ ღირესულად მოიპოვა გამარჯვება:

„ირაკლი ძალიან კარგი მოსწავლეა. ნამდვილად ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“ მოცემული შანსისა და ჩვენი ბავშვების გახარებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლის ფინალში.“ 

„ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ირაკლი შავაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება