სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ფესტივალში მედლები დაიმსახურეს
03-05-2022
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალებსა თუ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა: მარიამ ქელეშაშვილმა, თათია ტაბატაძემ, მარიამ კამლაძემ, მერი ცერცვაძემ, ბარბარე ხიჯაკაძემ, ბარბარე დვალიშვილმა და ბარბარე ზიბზიბაძემ მშობლიური სკოლა ასახელეს.

მოსწავლები თბილისში გამართულ საქველმოქმედო ფესტივალში - „მშვიდობა უკრაინას“ მონაწილეობდნენ და საკუთარი ნიჭიერებით დამსწრე საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს და მედლები დაიმსახურეს.

„ჩვენი სკოლა ბევრ ნიჭიერ ბავშვს აერთიანებს და მათი წარმატებები სხვადასხვა სფეროში ძალიან გვახარებს ყველას.

საქველოქმედო ფესტივალში „მშვიდობა უკრაინას“, მონაწილე ჩვენმა მოსწავლეებმა: ქელეშაშვილი მარიამი, ტაბატაძე თათია, კამლაძე მარიამი, ცერცვაძე მერი, ხიჯაკაძე ბარბარე, დვალაშვილი ბარბარე, ზიბზიბაძე ბარბარე - ყველას თავი დაამახსოვრეს, ასახელეს სტუდია „მელოდია“, პედაგოგი ირმა ჯაშიაშვილი, ჩვენი სკოლა, მშობლები და მედლებიც დაიმსახურეს.

ფესტივალი თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“, ჩატარდა.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება