სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იგოეთის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ქართულ ენას სიმღერებით შეასხეს ხოტბა
03-05-2022
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე დედაენის დღე აღნიშნეს.

პატარა აღსაზრდელებმა აქტივობის ფარგლებში დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები შეასრულეს.

​აღსანიშნავია, რომ მუსიკის პედაგოგი გიორგი ხასიშვილი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

ვის აქვს რეგისტრაციის გავლის უფლება პირველ ეტაპზე 

დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა -  დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება