სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაგოს საჯარო სკოლაში სასიხარულო ამბების სერია გრძელდება - სკოლას ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვიცე ჩემპიონი ჰყავს
03-05-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებში დიდი წარმატებით ასპარეზობენ.

სკოლას საქართველოს პირველობაზე უმცროს ასაკთა შორის ვიცე ჩემპიონი, მეცხრეკლასელი ჯაბა ბოლქვაძე ჰყავს.

ჩემპიონატი, რომელიც 27-29 აპრილს ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ჩატარდა, ჯაბამ ღირსეულად მეორე ადგილი დაიკავა.

„სასიხარულო ამბების სერია გრძელდება.. ამჯერად გამარჯვების მასშტაბი გასცილდა რაიონის ფარგლებს და სკოლას ჰყავს ვიცე ჩემპიონი საქართველოს პირველობაზე  უმცროს ასაკთა შორის.

ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა 27-29 აპრილს ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლე  ჯაბა ბოლქვაძემ გვასახელა და ღირსეულად დაიკავა მეორე ადგილი.  ვუსურვებთ წარმატებებს ჯაბა ბოლქვაძეს და მის მასწავლებელს, გრიგოლ შანთაძეს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება