| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, არაერთი აქტივობა განხორციელდა, რომელთა შესაქმნელად ყველა საგანი, ყველა მოსწავლე და მასწავლებელი გაერთიანდა.
მრავალფეროვანი კვირეული კი საინტერესო შეჯამებით დაგვირგვინდა.
კვირეულის დასკვნით ეტაპზე მოეწყო პოსტერების გამოფენა თემაზე - „ვცხოვრობთ ჯანსაღად“. სხვადასხვა კლასმა გააკეთა პრეზენტაცია. ბავშვებმა მოხატეს სკოლის სივრცე - „ვხატავთ და ვაფერადებთ სამყაროს“ და შეასრულეს ეკო-სიმღერები.
„დედამიწის დღის აღსანიშნავად კვირეული მოვაწყვეთ და სუპერ საინტერესო გაკვეთილებს ვატარებდით, დღეს კი ამ ყველაფრის ერთგვარი შეჯამება გავაკეთეთ.
სკოლა „პროგრესი“ მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ასეთი აქტიურობისთვის, საინტერესო და სასარგებლო გარემოს შექმნისთვის. ყველას გისურვებთ გვეცხოვროს ჯანსაღ, ფერად და მშვიდობიან სამყაროში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას