სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საუკეთესო სააღდგომო მოსალოცი კალათა“- სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში კონკურსი გაიმართა
03-05-2022
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს აქტივობა მიეძღვნა.

მე-3დ კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე ჩატარებული პრაქტიკული სავარჯიშოს - მცენარის ზრდა განვითარებაზე დაკვირვების მიზნით, ჩათესილი ხორბალი ხელოვნების ნიმუშად აქციეს. კლასში კონკურსი „საუკეთესო სააღდგომო მოსალოცი კალათა“ გამოცხადდა.

მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს, კვერცხები გააფერადეს, შექმნეს აპლიკაციები, გამოძერწეს. მათ მიერ დახატული სააღდგომო კალათები საკლასო ოთახის კედელზე გამოიფინა.
კონკურსის ფარგლებში, არაჩვეულებრივი ნამუშევრები შეიქმნა. ჟიურიმ კი სამი საუკეთესო ავტორი დაასახელა. ესენი არიან:

  • დემეტრე გვასალია;
  • მარიამ ახალაია;
  • ლიზი ჭანტურია.
აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათი მასწავლებელი შორენა ნოდიაა.

„საკუთარი ხელით შექმნილი სააღდგომო აქსექსუარებით, ბზის ტოტებით, სანთლებით, პასკით მორთეს მათ მიერ ჩათესილი ჯეჯილი,მოაწყვეს გამოფენა-კონკურსი.
შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ შეღება ფერადი კვერცხი, რაშიც მონაწილეობა ჟიურის წევრებმა და მასწავლებელმაც მიიღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება