სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული ზვარეს საჯარო სკოლაში
03-05-2022
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართული, ასევე მონაწილეობა მიიღო მომავალმა პირველკლასელმა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
ბადმინტონში, იმერეთის რეგიონის ჩემპიონებმა დაამარცხეს ქვემო ქართლის, გურიის, რაჭის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუნდებ
 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ქრისტიან ანდერსენის სიტყვები - „იქ, სადაც სიტყვები უძლურია, მუსიკა ლაპარაკობს“

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ სასწავლო გზაზე“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება