სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ ჩვენს სავარდო და სამაისო ქალაქს“- ქუთაისის N17 სკოლის მე-4 კლასში საგანმანათლებლო კვირეული მოეწყო
03-05-2022
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე კლასში ქუთაისობას პროექტი მიუძღვნეს. 

პროექტის - „ჩემო ქუთაისო“, ფარგლებში კვირეული მოეწყო, რომლის მიზანიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ქალაქის ისტორიის შესახებ მეტის გაგება იყო.

მოსწავლეები ქუთაისის ისტორიულ უბნების ეწვივნენ და ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს. მათ მსვლელობა თეთრი ხიდიდან დაიწყეს. ესტუმრნენ „ოქროს ჩარდახს“, ცისფერყანწელთა შემოქმედების ამსახველ ფაქტებს გაეცნენ, ბოტანიკურ ბაღში, სამხატვრო გალერესა და ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ, მათ მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიც მოინახულეს. 

ამ და სხვა აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. სკოლა ქუთაისობას ყველას ულოცავს. 

„გაიმდიდრეს ცოდნა იმერეთის მეფეთა ცხოვრებაზე,ბაგრატიონთა დინასტიის ღირსეულ მემკვიდრეებზე.
გაეცნენ ცისფერყანწელთა შემოქმედების ამსახველ ფაქტებს, რომლის წარმომადგენლების ტიციან ტაბიძისა და პაულო იაშვილის ძეგლები ამშვენებს ქალაქს. 
მსვლელობა დაიწყეს თეთრი ხიდიდან, რომელიც ყოველთვის იყო ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შთაგონების წყარო,
ესტუმრნენ ,,ოქროს ჩარდახს“. გაიმდიდრეს ცოდნა იმერეთის მეფეთა ცხოვრებაზე,ბაგრატიონთა დინასტიის ღირსეულ მემკვიდრეებზე.
გაეცნენ ცისფერყანწელთა შემოქმედების ამსახველ ფაქტებს, რომლის წარმომადგენლების ტიციან ტაბიძისა და პაულო იაშვილის ძეგლები ამშვენებს ქალაქს. 
მოსწავლეები სტუმრობდნენ სამხატვრო გალერეას.დაათვალიერეს იაპონელი მხატვრის ტაკეჰიდე ჰარადას გამოფენა,რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა ნიკო ფიროსმანს.საამაყოა, რომ შორეულ იაპონიაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიროსმანით და საქართველოთი ასე არიან გატაცებულნი.
დაუვიწყარი იყო საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრობა. „ბედნიერებაა ასეთი მერცხლები ბიბლიოთეკაში" -აი, ამ სიტყვებით შეეგება ბიბლიოთეკის დირექტორი ბავშვებს, რომლებმაც სიცოცხლე შეიტანეს ბიბლიოთეკაში და კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ მხოლოდ წიგნთან უწყვეტი კავშირია უმთავრესი ცოდნის მისაღებად..
ასევე დაუვიწყარი იყო ქუთაისის ისტორიული, საბრძოლო, სპორტის და ზოოლოგიური მუზეუმების დათვალიერება, რომლის შედეგად ბავშვებმა გაიგეს თუ რა სიმდიდრეს ატარებს ეს პატარა ქალაქი და რატომაა აუცილებელი ვიცოდეთ მისი საამაყო, ისტორიული წარსული.
პატივი მიაგეს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს. მოინახულეს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
დაათვალიერეს ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და ბოლოს ეწვივნენ ქუთაისის ბაგრატის ტაძარს, რომელიც გაერთიაებული საქართველოს სიმბოლოა. სწორედ აქ მოხდა აღნიშნული პროექტის შეჯამება, უქიმერიონის გორიდან მოსწავლეები მოეფერენ საყვარელ ქალაქს და ყველას მიულოცეს ორმაისობა (გვირილობა).
მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს სავარდო და სამაისო ქალაქს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება