სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენების მრავალფეროვნება“ - ეწერის​ა და ჩხორიის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ერთობლივი შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
03-05-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, ეწერისა და ჩხორიის საჯარო სკოლების პედაგოგებმა მოსწავლეებს თემაზე - „ენების მრავალფეროვნება“ დისტანციური გაკვეთილი შესთავაზეს.

მასწავლებლები - მთვარისა ფიფია (ეწერის საჯარო სკოლა) და ინგა სამუშია(ჩხორიის საჯარო სკოლა).

ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ერთმანეთს ეწერისა და ჩხორიის საჯარო სკოლების მეშვიდეკლასელები შეხვდნენ, რომელთაც სხვადასხვა დავალება ჰქონდათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს და მოისმინეს Powerpoint-ში მომზადებული პრეზენტაციები, რომლებიც ენების წარმოშობის ბიბლიურ ინტერპრეტაციასა და მსოფლიოს ხალხთა მითებს ენათა მრავალფეროვნების შესახებ იყო მომზადებული.

ბავშვებმა შეძლეს მოსმენილის დაკავშირება წინასწარ შეთავაზებულ წაკითხულ ტექსტთან, საიდანაც ენების სამყაროზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. 

მოსწავლეებმა დაახარისხეს მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხები, ნაცნობი და უცნობი ინფორმაცია; შეადარეს პრეზენტაციასა და ტექსტში მოცემული საკითხები მსგავსება-განსხვავების მიხედვით, შეაჯამეს გაკვეთილი; წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს ერთმანეთის პრეზენტაციები, გაკვეთილმა შეფერხების გარეშე ჩაიარა.

მოსწავლეებმა დამეგობრების სურვილი გამოთქვეს და მომავალი შეხვედრებიც დათქვეს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ გელოვანი და სასწავლო ნაწილის გამგე მარიკა კიკალიშვილი; აგრეთვე ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი იზო ხვიჩავა.

„მადლობა მათ თანადგომისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება