სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წყალი ჩვენი არსობისა“ - საჩინოს თემის N2 სკოლის პედაგოგის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ანნა წულაიას საინტერესო სტატია
02-05-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა, ანნა წულაიამ წყლის შესახებ მეტად საინტერესო და ინფორმაციული სტატია - „წყალი ჩვენი არსობისა“ მოამზადა.

პედაგოგი, ამავდროულად ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია და გამომდინარე აქედან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. გთავაზობთ ანნა წულაიას სტატიას:

„სულ ცოტა დარჩა ზაფხულს მოსვლამდე. სითბო გვაძლევს საშუალებას უფრო თხლად ჩავიცვათ. ერთმხრივ ეს კარგი და კომფორტულია, მეორე მხრივ — იზრდება დეჰიდრატაციის (ორგანიზმით წლის დაკარგვის)  საშიშროება.

ცნობილია, რომ სხეულში წყლის მასის 20-25% დაკარგვა სასიკვდილოა, ხოლო 1% წყლის დაკარგვა მტკივნეულად იგრძნობა.

გავიხსენოთ, რა მნიშვნელობა აქვს წყალს ორგანიზმისთვის:

  • წყალი არის უნივერსალური გამხსნელი, ბევრი ნივთიერება შეაღწევს უჯრედში წყლის დახმარებით;
  • წყალი არის ბევრი ბიოქიმიური რეაქციის აუცილებელი გარემო;
  • წყალი ინარჩუნებს უჯრედის მოცულობას და დრეკადობას;
  • წყალი მონაწილეობს ორგანიზმის თბორეგულაციაში;
  • წყალი მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს რეაქციებში: ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლაში.
აქედან გამომდინარე, წყლის სისტემატიკურმა დაკარგვამ შესაძლოა მიაყენოს ორგამიზმს შემდეგი ზიანი:

  • არტერიული წნევის დარღვევა მარილების ცვლის გამო;
  • კუჭ-ნაწლავთა სისტემის მუშაობის დარღვევა;
  • სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • კანის სიმშრალე;
  • სისხლის შესქელება;
  • თავის ტკივილები;
  • რეპროდუქტიული სისტემის ფუნქციის დარღვევები;
  • თირკმლის და საშარდე სისტემის დარღვევები;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება.
წყლის მიღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია სუფთა წყლის მიღება, ნებისმიერი ნარევების გარეშე. ამიტომ სუპი, წვენი, გაზიანი სასმელები, რძე და ნებისმიერი სხვა სითხე არ შეცვლის წყალს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ კარგად იგრძნოთ თავი და გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას - შეეცადეთ მიაჩვიოთ თავი სუფთა წყლის დალევას. სასურველი რაოდენობა დღეში 1,5-2 ლიტრი“, - წერია ანნა წულაიას, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის სტატიაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება