| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, ყველა საგანი ინტეგრირებული საერთო თემის - ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო გაერთიანდა.
ამ საერთო თემას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი თემაზე - „კაცია-ადამიანი?!“ და ცხოვრების ჯანსაღი წესი.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნაწარმოები დააკავშირეს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და იმსჯელეს თემის გარშემო. ბავშვებმა ნახეს ფილმი ,,კაცი ადამიანი?!“, წაიკითხეს მონაკვეთები ტექსტიდან, იმსჯელეს წაკითხულის ირგვლივ, გამართეს დისკუსია პერსონაჟების ცხოვრების წესთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასეს მათი ქცევა. გაკვეთილის ბოლოს გამოიტანეს სათანადო დასკვნები, შეადგინეს დღის რეჟიმი, რომელიც დაეხმარებოდათ პერსონაჟებს ყოველდღიურად დაეცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ