| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება.
ამჯერად, კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი VIIIა კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარდა.
დავალების თემა იყო - „ადამიანი საზოგადოების პირისპირ“ . მოსწავლეებმა მონოლოგის სახით მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ ერთ-ერთი პერსონაჟის ლინჩის წესით გასამართლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მათ პერსონაჟების განცდები და ფიქრები გადმოსცეს.
გაკვეთილი პედაგოგ თამარ გრიგოლიას ხელმძღვანლებით მიმდინარეობდა, მას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, კლასის დამრიგებელი დარეჯან ჯიშკარიანი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კათედრის გამგე სალომე ქობალია ესწრებოდნენ.
„გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს არჩეული პერსონაჟის ფიქრების, განცდებსა და სულიერ მდგომარეობაზე, ყურადღება გაამახვილეს პერსონაჟთა წარმოდგენებზე დანაშაულისა და სამართლიანობის შესახებ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ