სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში კადრების სიმცირეზე, გადამზადების ნაკლებობაზე, არასათანადო გათბობასა, ჯგუფების გადატვირთულობაზე - სახალხო დამცველი ალაპარაკდა
13-04-2022
-
+


ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა, - ამის შესახებ სახალხო დამცველი 2021 წლის ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

„2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს 1,647 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, რომელშიც 158 062 აღსაზრდელი ირიცხება. 2021 წელს საბავშვო ბაღების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვების სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე სრულფასოვანი ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ომბუდსმენის ინოფრმაციით, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, უფრო მწვავედ გამოჩნდა საბავშვო ბაღებში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები; კერძოდ, გეოგრაფიული და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, გადატვირთულობა, არასათანადო გათბობა, ინვენტარიზაცია, სათამაშოებით უზრუნველყოფა, კადრების სიმცირე და გადამზადების ნაკლებობა.

„დაწესებულებებში სრულყოფილად ვერ ხდება კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების  შესრულება და უსაფრთხო სასწავლოსააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფა. მათ შორის, გამოწვევას წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და საიზოლაციო ოთახის მოწყობა. 877 საბავშვო ბაღების ფუნქციონირების შეჩერების პარალელურად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დისტანციური სწავლების მექანიზმების სრულყოფილად დანერგვა. კერძოდ, 2021 წელს დისტანციური სწავლების შესახებ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მხოლოდ 207 თანამშრომელი გადამზადდა. ხოლო, დისტანციურ სააღმზრდელო პროცესში ჩაერთო საქართველოს მხოლოდ სამი რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღი და 2581 ბავშვი, რაც აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის 2%-საც არ შეადგენს.

გარდა ამისა, საკითხზე საკანონმდებლო მსჯელობის მიმდინარეობის მიუხედავად, ჯერაც არ მომხდარა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობა და დაწყება. ამასთან, მთავრობას 2021 წელსაც არ დაუმტკიცებია ტექნიკური რეგლამენტი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურტექნიკური ბაზის შესახებ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება