სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა
11-04-2022
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობდა. 

კვირეული სკოლის სახელმწიფო და უცხო ენის კათედრების, ასევე სკოლის ბიბლიოთეკარისა და მოსწავლეთა ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრებისა და სხვა საბავშვო მწერლების მოთხრობებზე გამახვილდა ყურადღება. მოსწავლეებმა საბავშვო ნახატების გამოფენა-პრეზენტაცია მოაწყვეს. ნახატებზე ანოტაცია ქართულ, რუსულ, და ინგლისურ ენებზე დაიტანეს. მათ საყვარელ წიგნებზეც ისაუბრეს, საკუთარი სივები დაამზადეს გამოფინეს.

ღონისძიებაში ჩართული აქტიური მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„შემაჯამებელი ღონისძიება დასრულდა ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით. მოეწყო ჰანს ქრისტიან ანდერსენის ნაწარმოებების თემაზე ზღაპრების ჩვენება და მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა.
ასევე კვირეულის დასასრულს მოეწყო საბავშვო მწერლების ნაწარმოებების თემაზე შექმნილი ზღაპრების ჩვენება. აღნიშნული ღონისძიების  მოტივაციის ამაღლების მიზნით მოეწყო ბავშვთა ნახატების საგამოფენო სტენდი, რასაც ანოტაციები გაუკეთდა ასევე  ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება