სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტზე იმუშავეს
05-04-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სხვადასხვა პროექტები ხშირად ტარდება, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში პროექტი „91 წლის 31 მარტი - 1991 წელი 9 აპრილს გაცხადებული“ ჩატარდა.

31 მარტს მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა და ქართული სიტყვიერების მასწავლებელმა, ლუარა ჯიქიამ აღნიშნული პროექტი განახორციელეს.

„მიძღვნილი დიადი ისტორიულ-კულტურული ფაქტისადმი - საქართველოს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დღეობისადმი. პროექტს ესწრებოდა სკოლის დირექტორი, ბატონი დემნა ჭანტურია, ასევე ესწრებოდა სკოლის ინფორმაციული მენეჯერი ქალბატონი მაკა გვარამია. პროექტის მიზანი: მოსწავლეები გასცნობოდნენ საქართველოს ისტორია - კულტურისა და ზოგად საკაცობრიო აზროვნების ეტალონურ სიდიდეებს: რეფერენდუმის არსსა და მნიშვნელობას, კონსტიტუციის შექმნის სამართლებრივ პრინციპებს, სახელმწიფო სტრუქტურას, 9 აპრილის გმირთა ღვაწლის პატივისცემასა და სხვას. ახალმა თაობამ გაითავისოს თავისი მოქალაქეობრივი - სახელმწიფოებრივი ღირსება და ვალი. საქართველოს წინაშე და ზოგადად - საკაცობრიო აზრით. ჰიმნების მოსმენით აღიქვან საქართველოს დიდი ჭირთსახდელი მე-20 საუკუნის მანძილზე 1918 წლის 26 მაისიდან 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმამდე. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც სამშობლოს კულტურა - ისტორიის გააზრების ფაქტმა და როგორც 21-ე საუკუნის ახალგაზრდობის ორიენტირმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება