| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აპლიკანტები მარტის დასაწყისიდან ელიან, როგორც რეგისტრაციის გამოცხადებას, ისე ტესტის ნიმუშებსა და სხვა დეტალებს. რამდენიმე დღის წინ კი მასწავლებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანი იქნებოდა.
დამტკიცდა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საგნის გამოცდისათვის აპლიკანტმა თითოეულ საგანში 50 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო პროფესიული უნარებისათვის – 100 ლარი - etaloni.ge პირველი იყო, რომელმაც მასწავლებელბს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, რამაც პედაგოგებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია - აღშფოთება, ბრზი, გაოცება, უკმაყოფილება... ზოგიერთმა პედაგოგმა ინფორმაციის გადამოწმებაც გადაწყვიტა და ამისთვის თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, რომელმაც პედაგოგებს შემდეგი პასუხი გასცა:
„დიახ, [გამოცდა] ყველასთვის ფასიანია. დეტალები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება“.
იხილეთ: წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაში 100 ლარს გადაიხდით - მინისტრის გადაწყვეტილება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა