სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჭრელი წინდების და მზეების გამოფენით თქვენდაუნებურად აძლიერებთ სტიგმას“ - მშობლის წერილი საზოგადოებას
23-03-2022
-
+


21 მარტი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების დღეა.და სოციალლურ ქსელს ფერადი წინდები მზეები თუ ბრტყელი ფრაზები - „მზის შვილები“... „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“... იპყრობს, თუმცა რამდენად გულწრფელია ამ დროს საზოგადოება - ესაა საკითხავი. გვერდიდან რაღაცებზე მსჯელობა ბევრად მარტივია, მაგრამ ახლა ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებთ. სოციალურ ქსელში გავრცელდა მარიამ ხურცილავას პოსტი, რომელიც ზუსტად ასახავს იმ მშობლების განწყობას, ვის შვილებსაც დაუნის სინდრომი აქვთ. სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ცოტა გრძელი ტექსტი გამომივა , მაგრამ შევეცდები აგიხსნათ ჩემი, როგორც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის პოზიცია და არა მარტო ჩემი(უამრავი მშობელი ფიქრობს ესე) ჭრელ წინდებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით ბაღის და 1,2,3... კლასის მოსწავლეებს წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ქრომოსომა და როგორც არ უნდა ვეცადოთ ახსნა ვერ გავაგებინებთ. ამისთვის საჭიროა გარკვეული ასაკი და ცოდნა. ჭრელი წინდების და მზეების გამოფენით ბაღებსა და სკოლებში თქვენდაუნებურად აძლიერებთ სტიგმას და პოზიტიურ დისკრიმინაციას. ბავშვები რეალურად ვერ აღიქვამენ რა ხდება და ჩვენი შვილების „სიმბოლოდ“ მათ წარმოდგენაში რჩება „ნასკი“ და მზე. აქვე ვამტკიცებთ იმასაც რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ეს ადამიანები სრულფასოვან წევრებად და ამავდროულად ყოველი წლის 21 მარტს ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს ვაგრძნობინებთ რომ ისინი განსხვავებულები არიან და ეს დღე კონკრეტულად მათ ერთით მეტ ქრომოსომას ეთმობა. ამ დროს თან ვამბობთ რომ ქრომოსომებს არ ვითვლით. ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებებია ხვდებით? 21 მარტი არის დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე, მთელი მარტის თვე. რა თქმა უნდა ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყველამ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილით. თავის დროზე ამ წინდამ თავისი წვლილი შეიტანა ინფორმაციის გავრცელებაში, თუმცა უკვე ძალიან გამაღიზიანებელია „ნასკთან“ გაიგივება. ჩემი ორივე შვილი ბაღის ასაკისაა, არც ერთი არ გავუშვი 21 მარტს ბაღში. იმის შიში მქონდა ვინმეს არასწორად არ მიეწოდებინა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილისთვის თავის ძმასთან დაკავშირებით. რა უნდა აეხსნათ ? რატომ არის თავისი ძმის „სიმბოლო“ ნასკი ? რატომ არის კონკრეტულად ეს ერთი დღე დაჩისთის და არა მისთვის ? თუ კარგად დაფიქრდებით მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

ასევე მინდა გთხოვოთ, ნუ ეძახით მათ მზის შვილებს, მზეებს . ისინი ჩვენი შვილები არიან ჩემი, ნინოსი, თათიასი, ეკასი და ა.შ , არანაირი მზის შვილები .

21 მარტის მილოცვა ასევე არის სრული აბსურდი, ეს არ არის დაბადებისდღე ან ახალი წელი რომ მოგვილოცოთ ცნობიერების ამაღლების დღეა, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას და არ არის დღესასწაული .

მე რასაც ვუყურებ ტელევიზიებში და სოც. ქსელებში ისე ხატავენ სიტუაციას თითქოს ყველაფერი რიგზეა ამ ადამიანების გარშემო, ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობენ . რეალურად ასე არ არის. უამრავი პრობლემისა და გამოწვევების წინაშე ვდგევართ და ნუ დავუმატებთ ამას კიდე გაუაზრებლად სხვა პრობლემასაც.

მადლობა მათ, ვინც წაიკითხავს და გაიზრებს ამ ყველაფერს

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

ჩარიცხვები გამოქვეყნდა - 2026 წელს სტუდენტი 34150 აბიტურიენტი გახდა 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

გუმბათის საჯარო სკოლის ხუთივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება