აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
23-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ირინე გორგოძის ხელმძღვანელობით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას სლოგანით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ შეუერთდნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს: მოიძიეს ინფორმაცია, გააკეთეს პრეზენტაცია და ყველა ის მითი დაამსხვრიეს რაც დაუნის სინდრომის შესახებ არსებობს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ