| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებისთვის საგნისა და უნარების გამოცდების ჩატარების წესი, ასევე რეგისტრაციის საფასური განისაზღვრა. უნარებზე გამსვლელი პედაგოგები 100-ს, ხოლო საგნის გამოცდაზე გამსვლელები - 50 ლარს გადაიხდიან, თუმცა მინისტრის ბრძანებაში არსებობს ერთი, მთავარი გამონაკლისი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის - ისინი ტესტირებაზე რეგისტრაციას უფასოდ შეძლებენ.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს პედაგოგებთან; დაკავშირებული გამონაკლისები:
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს საფასურის გადახდის გარეშე გაიაროს რეგისტრაცია 2022 წელს ორგანიზებულ საგნის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად.
პრაქტიკოსებზე არ ვრცელდება ამ დებულების 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ზღვარი. ამ მუხლის შინაარსი კი ასეთია - საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას