სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„მათ მოსწავლეებთან ურთიერთობისას მეტი მოტივაცია აქვთ, სიახლეები შემოაქვთ“- სკოლის დირექტორები მასწავლებლების სტატუსთან დაკავშირებით
18-03-2022
-
+


საქართველოს სკოლებში სტატუსიანი პედაგოგების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მასწავლებლები სტატუსის ასამაღლებლად არაერთ აქტივობას ატარებენ, საკმაოდ დიდ შრომასაც დებენ და შედეგსაც აღწევენ. მასწავლებელთა სტატუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა იმის გასაზომადაც თუ რამდენად წარმატებულია სკოლა.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორები და ნამდვილად თვლიან თუ არა,  რომ სკოლის წარმატება სტატუსიანი პედაგოგების რაოდენობით განისაზღვრება:

თამარ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

კარგია, როდესაც პედაგოგს თავის საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს და კომპეტენციას იდასტურებს. ეს ბავშვებისა და მშობლებისთვისაც იმის მანიშნებელია, რომ იცის საგანი. მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელსაც ეს გამოცდები ჩაბარებული არ აქვს და მოსწავლეებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა აქტივობების ჩატარება და გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვა შეუძლია. თუმცა მაინც ვთვლი, რომ თავის საგანში კომპეტენცია ყველა მასწავლებელს დადასტურებული უნდა ჰქონდეს. სხვანაირად მასწავლებელი ბავშვის თვალში მცირდება. ალაბთ, ეს სკოლის წარმატებაზეც მეტყველებს, რადგან იმდენ რამეს ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა და იმდენი რამეა გასაკეთებელი, წესით გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ. არის ისიც, რომ მასწავლებლებს მეტი წახალისება სჭირდებათ. მე სკოლაში 1 წამყვანი, 3 უსტატუსო და დანარჩენი უფროსი მასწავლებლები მყავს.

ეკა ედიბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

მე სკოლაში 4 წამყვანი და 17 უფროსი პედაგოგი მყავს. სპეციალური მასწავლებელიც უფროსია. რა თქმა უნდა, მათ მოსწავლეებთან ურთიერთობისას მეტი მოტივაცია აქვთ, სიახლეები შემოაქვთ. ახალი სკოლის მოდელს ნერგავენ. ჩვენ არაჩართული სკოლა ვართ და მასწავლებლები ამ საქმიანობაში ძალიან მოტივირებულები არიან. რა თქმა უნდა, სტატუსიანი მასწავლებელი სკოლას ხელს უწყობს, თავინთ თავზეც მუშაობენ და სკოლისთვისაც. ეს ფაქტორი სკოლის წარმატებაზეც მეტყველებს, რადან საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული.

ცისნამი არზუმელაშვილი, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენგან არაჩვეულებრივი უსტატუსო მასწავლებლები წავიდნენ, თუმცა ისიც მართალია, რომ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს სტატუსი. ჩვენი სკოლიდან სტატუსის გამო ძალიან კარგი ფიზიკისა და ქართულის მასწავლებელი წავიდა. ზოგადად, სტატუსიანი პედაგოგების რაოდენობა სკოლის წარმატებაზე მეტყველებს, რადგან არის ასეთი გამოწვევა, რომ სკოლაში სტატუსიანი მასწავლებლები უნდა იყვნენ. ხვალ და ზეგ პედაგოგებს კიდევ რა გამოწვევებიც ექნებათ, ამისთვის მზაობა უნდა გვქონდეს,  ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება.

გია შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, რაც მეტი სტატუსიანი პედაგოგი იქნება სკოლაში, უკეთესია, მაგრამ ახალგაზრდა თაობას მაინც ნაკლები გასაქანი აქვს და აუცილებელია, რომ მათ რაღაც მეტი მივცეთ. მე მყავს ერთი ახალგაზრდა თანამშრომელი, რომელსაც სტაჟი არ ჰქონდა და სკოლაში საქმისმწარმოებელია, ვიცი, რომ ის თუ მასწავლებლად გადავა, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ აქვს ძალიან კარ შედეგს დადებს. როდესაც სკოლას ბევრი სტატუსიანი პედაგოგი ჰყავს, პიარის კუთხით, უფრო წარმატებულია, თანაც, ალბათ, ამ მასწავლებელს შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც აქვს და მეტი მოეთხოვება.

დარიკო გორდულაძე, ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ სკოლაში სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობა სკოლის წარმატებაზეც მეტყველებს და ამის მიმანიშნებელია. რაც მეტი მასწავლებლი იქნება ისეთი, ვისაც კომპეტენცია დადასტურებლი აქვს, მით უკეთესი სკოლისთვის. პირადად მე, სკოლაში ძალიან კარგი უფროსი მასწავლებლები მყავს, ამ ეტაპზე უსტატუსო მხოლოდ 3 პედაგოგია.

რომან ქავთარაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სტატუსიანი პედაგოგების რაოდენობა სკოლის წარმატებაზე მეტყველებს. მე ვიცი მასწავლებლები, ვინც ვთქვათ, კომპიუტერულ უნარებს არ ფლობდა კარგად და მაგის გამო ვერ აიმაღლა სტატუსი, სხვა მხრივ კი, იდეალური და შესანიშნავი მასწავლებელია. ასეთი კატეგორია სკოლაში უნდა იყოს და რჩებოდეს, მაგრამ სტატუსიანი პედაგოგი სკოლის წინსვლის განმაპირობებლი ფაქტორია. ჩვენ სკოლაში გვყავს ერთი წამყვანი პედაგოგი, რომლის მიმართაც, ობიექტურები რომ ვიყოთ, მოსწავლეების დამოკიდებულებაც უფრო განსხვავებულია, რაც ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ რაც უფრო მაღალია სტატუსი, მით უფრო კვალიფიციური და კომპეტენტურია პედაგოგი.

გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, ის ფაქტორი თუ სკოლაში რამდენი სტატუსიანი პედაგოგია სკოლის წარმატებაზე მეტყველებს და აისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი შეიძლება სტატუსიანს სჯობდეს. ისე კი, ჩემი აზრით, პედაგოგს თავისი საგანი მაინც უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. ჩვენს სკოლაში სტატუსიანი მასწავლებლები გვყავს.

მანანა გელენიძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, ეს მოსაზრება მართებულია. წარმატებული მასწავლებელი წარმატებული სკოლას განაპირობებს. ჩემს სკოლაში სტატუსიანი პედაგოგები მყავს და ისინი აპირებენ, რომ კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი სტატუსი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლობა შემოქმედებითი უნარია და მაინცდამაინც მენტორის სტატუსს არ ნიშნავს. მასწავლებელი შინაგანად შემოქმედი უნდა იყოს.

ანეტა გედევანოვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლი, რომელიც პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულია და ამ შედეგს აღწევს, ის გაცილებით მეტად მუშაობს, მეტი გამოცდილება აქვს, პროფესიული უნარ-ჩვევებიც მეტად უვითარდება. მთავარი ორიენტირი მოსწავლეა და რა შედეგზე გავა იგი. სკოლაში გვყავს ძალიან მოტივირებული მასწავლებლები, ისინი სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართული. საბოლოოდ, პედაგოგების სტატუსები ისევ მოსწავლეებზე უნდა აისახოს.

ნუნუ თოშხუა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი:

სტატუსიანი პედაგოგების რაოდენობა წარმატებების საწინდარია, ასეთ შემთხვევაში მოტივაცია მეტია. ჩემი აზრით, სკოლაში რაც უფრო მეტი სტატუსიანი მასწავლებელია, ეს სკოლის წარმატების განმსაზღვრელი და საწინდარია. სკოლაში მეც მყავს სტატუსიანი პედაგოგები.

ნატო ოდიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი სკოლის წარმატებაზე მეტყველებს, თუმცა ამ მოსაზრებას ბოლომდე ვერ დავეთანხმები. ამას თავისი მინუსებიც ახლავს, იმდენად შრომატევადი გახდა მასწავლებლის სტატუსის ამაღლების საკითხი, რომ არის შემთხვევები, როდესაც ის მოსწავლეებისთვის ვეღარ იცლის. ამიტომ, ბოლომდე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ პედაგოგის სტატუსი სკოლის წარმატების განმაპირობებელი იყოს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მასწავლებელი სიახლეებს მისედევს, ტექნოლოგიებთან წვდომა აქვს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება