სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

რუსეთის მასწავლებლების საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობიდან გარიცხვას ითხოვენ
03-03-2022
-
+


უკრაინის განათლების პროფკავშირი რუსეთის განათლების პროფკავშირის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობიდან გარიცხვას მოითხოვს!

24 თებერვლს, რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, უკრაინა-რუსეთის და ბელარუსის საზღვრებიდან. უდიდესი სარაკეტო თავდასხმა მოახდინა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე, ბავშვთა სახლებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. რუსული აგრესორები კლავენ ბავშვებს, ქალაქებისა და სოფლების მშვიდობიან მოსახლეობას.

ცივილიზებული სამყარო გმობს რუსეთის აგრესიას დამოუკიდებელ უკრაინაზე და მოითხოვს რუსეთს საჯარისო ნაწილების გაყვანას.

რუსეთის პროფკავშირების ფედერაციამ (FNPR) საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ „მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკურ და სამხედრო გადაწყვეტილებას“. რუსეთის პროფკავშირების ფედერაცია ამბობს, რომ უკრაინა წარმოადგენს თავად „ღია საფრთხეს“ და რუსების მოქალაქეებს სჭირდებათ დაცვა, მათ შორის დონბასში მცხოვრებთ.

რუსეთის განათლების პროფკავშირმა FNPR-ის განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის პროფკავშირების ფედერაციის პოზიციას.

რუსეთის განათლების პროფკავშირის/რუსეთის პროფკავშირების ფედერაციის (FNPR) ამგვარი პოზიცია მიუღებელია და ეწინააღმდეგება „განათლების ინტერანციონალის“(EI) და „ევროპის განათლების პროფკავშირების“ (ETUCE) ფუნდამენტურ პრინციპებს, რითაც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს მასწავლებელთა პროფკავშირული ორგანიზაციები.

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფკავშირი გმობს რუსეთის განათლების პროფკავშირის პოზიციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო პროფკავშირულ ღირებულებებთან და მოითხოვს „განათლების ინტერნაციონალიდან“ და „ევროპის განათლების პროფკავშირებიდან“ რუსეთის განათლების პროფკავშირის გარიცხვას. მათი პოზიცია დემოკრატიული პროფკავშირის საქმიანობასთან შეუსაბამოა! თავისუფალმა პროფკავშირებმა უნდა დაიცვას მშვიდობა, თავისუფლება, ადამიანური ღირსება და პრინციპები („განათლების ინტერნაციონალის" (EI) წესდება - მუხლი 3).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება