სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 მარტი დედის დღეა - მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იხარჯება დედის დღეს
03-03-2022
-
+


დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.

გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს დედის დღესთან დაკავშირებით: 

1. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, გაზაფხულობით ფესტივალები ტარდებოდა ხოლმე დედათა ქალღმერთის, რეას საპატივცემულოდ. ის კრონოსის მეუღლე და ბევრი ღვთაების დედა იყო.

2. ძვ.წ. 250 წელს რომაელები გაზაფხულზე ფესტივალს, სახელად ჰილარიას, აღნიშნავდნენ. ფესტვალი ეძღვნებოდა დედა ქალღმერთს, კიბელეს. მონაწილეებს ტაძარში შესაწირი მიჰქონდათ მის სახელზე, ატარებდნენ აღლუმებს, დგამდნენ სპექტაკლებს და მასკარადებს.

3. 1600-იან წლებში ინგლისში მარხვის მეოთხე კვირას "დედის კვირას" აღნიშნავდნენ. ინგლისელები ლოცულობდნენ ღვთისმშობლის წინაშე, ამის შემდეგ კი ბავშვები საკუთარ დედებს ასაჩუქრებდნენ ყვავილებით.

4.1870 წელს ქალმა აქტივისტმა, მწერალმა და პოეტმა - ჯულია ვარდიმ - სხვა ქალებს შესთავაზა, დაენიშნათ მშვიდობის დღე და პროტესტი გამოეცხადებინათ ომის წინააღმდეგ. განაცხადის წყალობით მან შეძლო, რომ ბოსტონში ყოველი წლის ივნისის მეორე კვირა დედის დღედ ეღიარებინათ.

5. ანა ჯერვისიც ცნობილია, როგორც დედის დღის ფუძემდებელი აშშ-ში. ანას თავად არასდროს ჰყოლია შვილები, მაგრამ აასრულა დედამისის სურვილი, ყოფილიყო ერთი დღე სპეციალურად დედებისთვის. ანა დაუღალავად შრომობდა ამისთვის და 1914 წლის 8 მარტს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა ხელი მოაწერა ერთობლივ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ყოველი მაისის მეორე კვირა დღე აშშ-ში დედის დღედ გამოცხადდა.

6.მთელი წლის განმავლობაში გასაყიდი ყვავილების ერთი მეოთხედი ამ დღესასწაულზე იყიდება ხოლმე.

7. წითელი მიხაკები ძალიან პოპულარული ყვავილებია დედის დღისთვის და მიჩნეულია, რომ ის ღვთისმშობლის ცრემლისგან შეიქმნა იესოს ჯვარცმის დღეს.

8. ცოცხალ დედებს წითელ და ვარდისფერ მიხაკებს ჩუქნიან ხოლმე, გარდაცვლილის საფლავზე კი თეთრი მიხაკები მიაქვთ.

9. მსოფლიოში არსებული ენების უმრავლესობაზე, სიტყვა დედა "მ" ასოზე იწყება.

10. მსოფლიოში დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იხარჯება დედის დღეს.

11. ელიზაბეთ ენ ბუთლემ სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინა ფრაზას "ახალი ოჯახი". მას პირველი შვილი (გოგონა) 1956 წლის 19 მაისს გააჩინა, ვაჟიშვილი კი 1997 წლის 20 ნოემბერს, როცა თავად 60 წლის იყო. და-ძმას შორის სხვაობა 41 წელი და 185 დღეა.

„ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება