სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მასწავლებელი მუდმივად განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“- წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე-კუჭავა
01-03-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა, შესაბამისად სკოლების დირექტორები ამ ვითარებაში მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან.

etaloni.ge ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე-კუჭავას აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მიხარია, რომ ახალგაზრდები ბოლო წლებია საგრძნობლად დაინტერესდნენ პედაგოგის პროფესიით. მთავრობის მიერ პედაგოგთა ანაზღაურების ზრდამ და პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისაკენ მიმართულმა სხვადასხვა კონკურსებმა შედეგი გამოიღო. ბოლო ათი წლის განმავლობაში პედაგოგების მსურველთა ამდენი რაოდენობა არასოდეს დაფიქსირებულა.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- განათლების სისტემა ძირითადად დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული კადრებით, თუკი არ ჩავთვლით ზოგიერთ მთიან რეგიონს. მართალია ვერ ვხედავ კადრების დეფიციტს, მაგრამ სკოლას „ახალი სისხლის გადასხმა“ სჭირდება ახალგაზრდების მოზიდვით.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ვფიქრობ, მასწავლებელთა გამოცდები აუცილებელია. მასწავლებელმა უნდა შეძლოს საგნობრივი გამოცდის ჩაბარება და მისი კომპეტენციის დადასტურება. 2010 წელს გამოცდების პირველივე წელს გავედი საგნისა და ზოგადი უნარების გამოცდაზე და წარმატებით დავძლიე ორივე. მასწავლებელი მუდმივად განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ მივესალმები მასწავლებელთა გამოცდების იმ ფორმატს, რომელიც გვაქვს. დღეს, მე მენტორი მასწავლებელი ვარ და ყველას ვურჩევ გამონახონ დრო და საშუალება, რათა ამ გამოცდებზე მათ ღირსეული შედეგი აჩვენონ.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება, როგორც ვიცით, პანდემიის პირობებში სწავლების ალტერნატიული გზა და საშუალებაა, მაგრამ ვფიქრობ, იგი ნაკლებადაა მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული, მთელი რიგი პრობლემების გამო (ვგულისხმობთ მოსწავლეთა ნაწილის ინტერნეტთან და ტექნიკასთან წვდომას, მშობელთა დიდი ნაწილის ემიგრაციაში ყოფნის და შვილების სწავლებისადმი ნაკლებ ყურადღებას, პანდემიას, როგორც ავადმყოფობის რთულ ფორმას და ა.შ.) მიუხედავად სახელმწიფოს, სკოლის დირექციის, პედაგოგების არაერთგზის მცდელობისა ვფიქრობ, ჯერ კიდევ ამ მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დისტანციური სწავლების გარეშე XXI საუკუნეში სწავლა-სწავლების პროცესი უბრალოდ წარმოუდგენელია, მომავლის სკოლა საკლასო სივრცეში სწავლა-სწავლების პროცესში მას, როგორც სწავლების ალტერნატიულ და თანამედროვე ფორმატს ხშირად გამოიყენებს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- მე, როგორც დირექტორს, ამ პანდემიამ მასწავლა, რომ სკოლა მისი გუნდით ნებისმიერი გამოწვევისათვის მუდმივად მზად უნდა იყოს, დირექტორმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ  სკოლა იყოს ის უსაფრთხო ალაგი, სადაც მოსწავლე და პედაგოგი თავს კომფორტულად იგრძნობს, რომ ნებისმიერი პრობლემა დირექციამ სწრაფად მოაგვაროს, რათა სასწავლო პროცესი არ შეწყდეს, რამეთუ ჩვენ მომავალზე, ხვალინდელ დღეზე ვართ პასუხისმგებელი და არ გვეპატიება ერთხელ ბოძებული სიცოცხლის უშინაარსოდ და უინტერესოდ გატარება.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება