სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდიოდა სიკვდილი ცელით“- თბილისის N133 სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-02-2022
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-6დ კლასში პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა, მასწავლებელ ანა ურუშაძის ხელმძღვანელობით, საბჭოთა ოკუპაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს და ამის მიხედვით დაწერეს წერილები, რომლებითაც მაშინდელი მოვლენები გააცოცხლეს და პატრიოტიზმის მნიშვნელობაზე საზოგადოება დააფიქრეს.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესით ჩაერთნენ. 

„თებერვლის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩვენმა ყოჩაღმა და კრეატიულმა ბავშვებმა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის გმირებს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. პროექტის - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ მიზანია გააცოცხლოს დაკარგული და უცნობი გმირების ისტორიები და იმ დიდებული ქართველების ემოციები და ხმები მოგვაწვდინოს, რომლების დამსახურებითაც საქართველო არის და იქნება ყოველთვის !
მე-6დ კლასელებმა თავისი საოცარი წერილებით, დღიურებით და ეტრატის ფორმატზე შესრულებული ჩანახატებით ემოციები გაგვიზიარეს და შეგვახსენეს, რომ სამყაროსს უკეთესს სწორედ მათი პატრიოტი და ჰუმანური თაობა გახდის.
დიდება გმირებს!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

„როგორ ვაქციოთ განსხვავებულობა ჩვენი სკოლის მთავარ ძალად?“ - სწორედ ამ კითხვამ გააერთიანა მოსწავლეები
 
 

არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, წესების სრული დაცვით წარიმართა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება