| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„თანამედროვე განათლების აკადემიის“ მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. სულ ახლახან „თანამედროვე განათლების აკადემიაში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.
არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, წესების სრული დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.
VII-XII კლასების მოსწავლეთა წარმომადგენლებმა, დასახელებული ოთხი კანდიდატიდან, არჩევანი XII კლასის მოსწავლეზე, მართა შალამბერიძეზე შეაჩერეს.
თავის მხრივ, მართამ თვითმმართველობის მდივნად XI კლასის მოსწავლეები, ანა მანიჟაშვილი და ანდრია დობორჯგინიძე დაასახელა. ისინი ერთი წლის განმავლობაში ერთად იზრუნებენ მოსწავლეთა ინტერესებისა და ინიციატივების წარმოჩენაზე, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობასა და ახალი იდეების განხორციელებაზე.
„დავინახე ცვლილების შესაძლებლობა, რამაც მიბიძგა, კენჭი მეყარა მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებში. გავიმარჯვე და ახლა უკვე ჩემი იდეებისა და გეგმების განხორციელებაზე ვიწყებ ზრუნვას.
მჯერა, რომ თვითმმართველობა მხოლოდ არსებული პრობლემების გადაჭრას არ გულისხმობს - ის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და უკეთესი მომავლისკენ გზის გაკვალვასაც ემსახურება.
ჩემი მიზანია, პრეზიდენტობის პერიოდში მაქსიმალურად შევუწყო ხელი თითოეული მოსწავლის პიროვნულ ზრდას, განვითარებასა და ინიციატივების განხორციელებას. მსურს, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები გააჟღეროს, მიიღოს მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში და რეალური წვლილი შეიტანოს ცვლილებების განხორციელებაში.
როგორც ჯონ კენედის ცნობილი სიტყვები გვახსენებს: „არასდროს იკითხო, რა შეუძლია შენს სკოლას შენთვის გააკეთოს; იკითხე, რა შეგიძლია შენ გააკეთო შენი სკოლისთვის.
მჯერა, რომ ცვლილებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იწყება და ჩვენი მომავალი სწორედ ჩვენს ხელშია“ - აღნიშნა გამარჯვების შემდეგ აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა მართა შალამბერიძემ.
საარჩევნო პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე VII-XII კლასის მოსწავლეებმა თავიანთი წარმომადგენელი აირჩიეს, რომლებმაც მონაწილეობა მეორე ტურში მიიღეს. მსურველებმა წარმოადგინეს საკუთარი კანდიდატურა, წევრებს გააცნეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, ისაუბრეს დაგეგმილ ინიციატივებზე, პრიორიტეტებსა და მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო საქმიანობის ხედვაზე. კანდიდატების მიერ სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.
საარჩევნო პროცესის ორგანიზება თანამედროვე განათლების აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა, მარიამ დანელიამ უზრუნველყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საარჩევნო პროცესმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, გამოეხატათ საკუთარი პოზიცია და მონაწილეობა მიეღოთ სასკოლო ცხოვრების მართვის პროცესში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას