სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მრავალფეროვნება გვაერთიანებს - ტოლერანტობა ჩვენი საერთო ძალაა!“- ​საინტერესო, საგანმანათლებლო ღონისძიება ლასურიაშის საჯარო სკოლაში
17-11-2026
-
+


16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების სლოგანი გახლდათ - „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - ტოლერანტობა ჩვენი საერთო ძალაა!“, მისი ავტორი კი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გრიგოლ კენჭაძე.

„როგორ ვაქციოთ განსხვავებულობა ჩვენი სკოლის მთავარ ძალად?“ - სწორედ ამ კითხვამ გააერთიანა მოსწავლეები და კიდევ ერთხელ დაანახა, რომ განსხვავებულობა გვამდიდრებს, ურთიერთპატივისცემა კი გვაერთიანებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში განხორციელებული პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ტოლერანტობის, ემპათიის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებების გაძლიერება, ასევე ისეთი სასკოლო გარემოს ხელშეწყობა, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად, დაფასებულად და მიღებულად იგრძნობს.

ღონისძიების ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს ტოლერანტობის მნიშვნელობა გააცნეს, გაუზიარეს საინტერესო ინფორმაცია და ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და მხარდაჭერა.

შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო გახდა ინტერაქციული აქტივობებით:

„ემპათიის ხიდები“- სიტუაციური ბარათების დახმარებით მოსწავლეებმა განიხილეს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები, იმსჯელეს ბულინგის, დაცინვისა და გარიყვის შემთხვევებზე, სხვისი თვალით შეხედეს პრობლემებს და ერთად მოძებნეს სამართლიანი გამოსავალი.

„მრავალფეროვნების მოზაიკა“ - კულტურისა და ტრადიციების ბარათების საშუალებით გუნდებმა გაიცნეს სხვადასხვა კულტურის მისალმებისა და სტუმართმოყვარეობის ტრადიციები და კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია ჩვენი სამყარო.

დღის მთავარი გზავნილი კი ყველასთვის ნაცნობი, მაგრამ მუდამ აქტუალური ოქროს წესია: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ!“

„გვჯერა, რომ ტოლერანტობა მხოლოდ ერთი დღის აღნიშვნა არ არის - ეს ყოველდღიური არჩევანი, დამოკიდებულება და პასუხისმგებლობაა. სწორედ ერთმანეთის მიღებით, პატივისცემითა და თანადგომით ვქმნით სკოლას, სადაც ყველა მნიშვნელოვანია და ყველას აქვს საკუთარი ადგილი.

მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის, გულწრფელი ემოციებისა და თანამშრომლობისთვის! ერთად ვქმნით გარემოს, სადაც განსხვავებულობა გვაძლიერებს, სიკეთე გვაერთიანებს, ხოლო მეგობრობას საზღვრები არ აქვს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

„როგორ ვაქციოთ განსხვავებულობა ჩვენი სკოლის მთავარ ძალად?“ - სწორედ ამ კითხვამ გააერთიანა მოსწავლეები
 
 

არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, წესების სრული დაცვით წარიმართა

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება