სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მდინარე კორისწყლის სანაპირო ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს
23-02-2022
-
+


კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მდინარე კორისწყლი დაასუფთავეს. 

დასუფთავების აქციაში ეკოკლუბის წევრები მარიამ ჭელიძე, ქეთი გურული, ქრისტინე ფაიქიძე, მარიამ გელაშვილი, მარიამ სანიკიანი, სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობდნენ. 

ეკოკლუბის წევრებმა სხვებსაც მოუწოდეს, რომ ბუნებას მოუფრთხილდნენ.

„ეკოკლუბმა წითელხევი მოვაწყვეთ ადგილობრივი მდინარის -კორისწყლის დასუფთავების აქცია. კორისწყალი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადია. მდინარე მიედინება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია სოფლები: წითელხევი, შუბანი, ფერსათი, სალომინაო, როხი. მდინარის ნაპირები საკმაოდ დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. შესაბამისად ჩვენმა ეკოკლუბმა მდინარის ნაპირების დასუფთავების მიზნით დავგეგმეთ და განვახორციელეთ  აქცია , რომელსაც რა თქმა უნდა არ ჰქონდა პრეტენზია რომ მთლიანად შეძლებდა ცარიელი ხელებით შედეგის მიღწევას, თუმცა ეს იყო საჩვენებელი, სამაგალითო ქმედება და აქცია რათა ეს საკითხი აქტუალური გახდეს ადგილობრივი სოფლის მცხოვრებთათვის და არ დააბინძურონ მდინარე“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება