სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მაღალმთიან რეგიონებში ნამდვილად არის მასწავლებლების დეფიციტი“ - თემურ ტარიელაძე, სოფელ ვანის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022
-
+


სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული.

Etaloni.ge შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანის საჯარო სკოლის დირექტორს თემურ ტარიელაძეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ჩემი აზრით, ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგობა გამოცდების სირთულის გამო არის ნაკლებად მიმზიდველი.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- განათლების სისტემაში, რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, არის  ადგილობრივი კადრების დეფიციტი.
 
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

 - ვფიქრობ, 10 ქულიანი შეფასება მაღალი ბარიერია  დამწყები პედაგოგებისათვის.

 - როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციურ სწავლას არ ვაფასებ ეფექტურად, რადგან ასაკოვანი  მასწავლებლები ვერ ფლობენ სათანადოდ კომპიუტერს., მათთვის რთულია დისტანციური სწავლების პროცესი. 

 - თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- გაფრთხილება, დისტანციის დაცვა, პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვათა მიმართ.



კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება