სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა მოსწავლის განვითარებაზე მიმართული, მულტიკულტურული, პოზიტიური გარემო“- ტყიბულის N4 სკოლის დირექტორი მაკა გაბელაშვილი
21-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გაბელაშვილი პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, სწორედ ასეთი მიმართულებით ვახდენთ მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას.

თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილის, აზრის გამოხატვის საშუალება, იაზროვნონ, იმსჯელონ ...

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- ზოგადად სამყაროში იდეალურობამდე წვდომა ადამიანს არ აქვს, ადამიანის უნიკალუობა კი მისსავე ინდივიდშია, სწორედ ამით ხდება ადამიანი საინტერესო. მოსწავლეებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ განავითარონ საკუთარი ინდივიდუალიზმი, შეძლონ აზროვნება საკუთარი ქვეყნის წიაღიდან, გახდნენ პროგრესულად, ლოგიკურად, ჯანსაღად მოაზროვნეები და საკუთარი ქვეყნის ტოლერანტი მოქალაქეები.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- მოსწავლის განვითარებაზე მიმართული, მულტიკულტურული, პოზიტიური, სასწავლო გარემო, სადაც მთავარი მზრუნველობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ნდობა იქნება. ურთიერთობაზე, გუნდურ მუშაობაზე აგებული თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებით ხდება სწორედ პასუხისმგებლობის დელეგირება.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სასკოლო თემის ყველა წარმომადგენლის (მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი) წარმატება მახარებს, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. ერთობლივად დაგეგმილი ყველა ის აქტივობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარებისათვის, გუნდური პრინციპით ხორციელდება. რაც მეტად აქტიური იქნება გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლინება, შემდგომ კი განვითარების ხელშეწყობა ეს ყოველივე ჯამში მოგვცემს პროგრესულად მოაზროვნე ახალ თაობას, რომლებიც 21-ე საუკუნის მსოფლიო  სადარაჯოზე სრულფასოვან კონკურენციას გაუწევენ ახალ გამოწვევების საჭიროებებს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- მსოფლიოში მიმდინარე კოვიდპანდემიამ თვალნათლივ შეზღუდა აქტიური ურთიერთობები, რაც გარკვეულ წილად ზღუდავს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას, თუმცა მოცემულობის გათვალისწინებით მასწავლებლები ცდილობენ არ შენელდეს თანამშრომლობითი აქტიურობა.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- საგანმანათლებლო სივრცე არ ითმენს აქტიური ტემპის შენელებას, განათლების პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული, სასკოლო ცხოვრების მისიისა და ხედვის სწორად დაგეგმვა, (საჭიროებების დადგენა , განსაზღვრა და შესრულება) წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა ვერ ჰპოვებს პროგრესული სვლის განხორციელებას.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- COVID-19 საშიშროება მალე დასრულდება, რომ მსოფლიო საზოგადოება დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ახალი გამოწვევების წინაშე მდგომ მომავალ თაობას სჭირდება მეტი ინფორმაციული თუ ქმედითი ჩართულობა, რომ სწრაფად მოახდინონ ადაპტირება და წინ სვლის განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება