სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

საჯარო და კერძო ბაღებს ახალი ვალდებულებები კანონით განესაზღვრათ
16-02-2022
-
+


საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ეხება და მათი ავტორიზაციის ვადების გადაწევას ითვალისწინებს. კანონში ცვლილებებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით დაუჭირა მხარი.

ცვლილების თანხმად აღნიშნული კანონმდებლობის მუხლები, რომლებიც ავტორიზაციის ვადებს ეხებოდა ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე. გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

გარდამავალ პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები (შემდგომში - დროებითი წესი).

2022 წლის 1 ივლისამდე უნდა შეიქმნას ელექტრონული სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე საქმიანობს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებული იქნება 2022 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს რეგისტრაცია.

ასევე ცვლილების თანახმად საჯარო და კერძო ბაღები და ადრეული აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში იქნებიან რეგისტრირებული, ვალდებულნი არიან წარმოადგინოს თვითშეფასება 2024 წლის 1 იანვრმდე. დაწესებულება, რომელიც არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა არ წარადგენს თვითშეფასებას ან ავტორიზაციის განაცხადს, გაუუქმდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლება. ხოლო 2024 წლის 1 ოქტომბრამდე დადგინდება ავტორიზაციის გავლის გრაფიკი.

აქამდე არსებული ჩანაწერით, 2019 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულ მუნიციპალიტეტს კანონის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას და ეტაპობრივი ავტორიზაცია, ასევე ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოებს უნდა უზრუნველეყო სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამისი მოთხოვნების თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება