სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეტალონი“ მწუხარებას გამოთქვამს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო
15-02-2022
-
+


თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ გადაიყვანეს.

თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს თანამდებობიდან გადადგა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყარა.

თამაზ მეჭიაური „ეტალონის“ მეგობარი და ერთგული თანამოაზრე გახლდათ. ღრმად სწამდა, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში განათლებულ თაობას ლომის წილი აქვს და ამიტომაც უჭერდა მხარს იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მთავარ მიზანს წლებია ემსახურება.

ბატონი თამაზი „ეტალონის“ პროექტების მიმართ ყოველთვის ღიად გამოხატავდა სიმპათიას, ის თიანელების ქომაგი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი პატარები, ფორმალური განათლების პარალელურად, აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები არაფორმალური განათლების პროექტებში და საკუთარ პოზიციასაც ღიად აფიქსირებდა:
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს, რომელმაც მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებისთვის ასეთი მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ეს პროექტი მუდმივად ვითარდება. განსაკუთრებით მისასალმებელია ის, რომ მშობელს უჭირავს პულსზე ხელი და შეუძლია თვალი მიადევნოს შვილის განვითარების დონეს“...
ვფიქრობ, მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს ჰქონდათ izrune.ge-ში ჩასართავად, მათ ბრწყინვალედ გამოიყენეს. „ეტალონი“ და izrune.ge აძლევს ბავშვებს მოტივაციას, რათა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ განათლებას. გარკვეული პერიოდის წინ ვერავინ წარმოიდგენდა პანდემიას და დისტანციური სწავლების საჭიროებას, მაგრამ თამამად ვიტყვი - izrune.ge-მ მოსწავლეები ბავშვები ამისთვისაც ერთგვარად მოამზადა და სწორედ პროექტში ჩართულობით მოახერხეს მოსწავლეებმა, მარტივად დაეძლიათ დისტანციური სწავლების გამოწვევები... ყველანაირად ვეცდებით გამოვნახოთ გზები, რათა ყველა ჩვენი მოსწავლისთვის იყოს ხელმისაწვდომი izrune.ge“... - ასე აფასებდა ბატონი თამაზი „ეტალონს“ და მის პროექტებს.

„ეტალონი“ სამძიმარს უცხადებს ოჯახს, თიანეთის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება