სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დაინფიცირებულ მასწავლებლებს გვაიძულებენ, სკოლაში ვიაროთ... იქნებ, ვინმეს ყურამდე მივიდეს ინფორმაცია“
15-02-2022
-
+


ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების ათიათასობით შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ამ ფონზე, სკოლების სრულად დისტანციურზე გადაყვანის გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია. უნდა დაიხუროს თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ეს ცალკე საუბრის თემაა და საკითხის შესახებ უერთიერთგამომრიცხავი არგუმენტები ვრცელდება; თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს აცდენილია და რა ვითარებაა სკოლებში, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ შიდა სამზარეულოში ჩახედულ პედაგოგებს აქვთ.

ამის დასტურია წერილი, რომელიც etaloni.ge-ს რეგიონის ერთ-ერთი სკოლიდან მასწავლებელმა მიაწოდა. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ადრესანტის ვინაობას კონფიდენციუალურად ვტოვებთ, თუმცა წერილს უცვლელად გთავაზობთ. კომენტარისგანაც თავს შეგნებულად ვიკავებთ და დასკვნის გამოტანა საზოგადოებისთვის მიგვინდია:  

„მოგესალმებით, საშინელება ხდება სკოლებში; იქნებ, ვინმეს ყურამდე მივიდეს ინფორმაცია, ვისაც შეუძლია ცვლილება... არ ვიცი, ვინმემ გადაწყვიტა, რომ უნდა გაგვწიროს, თუ რა ხდება, სახელის დარქმევა უკვე მიჭირს... მე და ჩემი თანამშრომლების უმეტესობა სიცხიანები ვართ, მაგრამ ტესტმა, ამ ეტაპზე, აჩვენა უარყოფითი. სკოლამ, გვესმის, შევდივართ თქვენ მდგომარეობაში, მაგრამ ჯანდაცვის სამსახური აღარ გვაძლევს რეკომენდაციებს და ვერც რესურსცენტრს გადავყავართ დისტანციურზეო.

ერთი უწყება მეორეს მიუთითებს და პირიქით, შენი კომპეტენციაა დისტანციური რეჟიმის განსაზღვრა სკოლაშიო. სკოლაში როგორ უნდა მივიდეთ ვირუსიანი მასწავლებლები, მოსწავლეები და ეს არ ხდება მარტო ჩვენ სკოლაში, ყველგან ამაზე საუბრობენ, რომ წარმოუდგენელი ხდება დისტანციური რეჟიმის განსაზღვრა სკოლებში და ფაქტობრივად გვაიძულებენ, იზოლაციაში მყოფ და უარესი, დაინფიცირებულ მასწავლებლებს, რომ სკოლაში ვიაროთ.... გთხოვთ, მოიკითხეთ სამინისტროში რეალურ ინფორმაციას მაინც გავიგებთ თქვენგან“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება