სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედა აზრსა და გონებაშია, მისი სითბო სულ თან მდევს“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ემოციურ ნოველას გვიზიარებს
14-02-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ნოველას გვიზიარებს. 

ნოველას „საიდუმლო სანტა“ ჰქვია და ის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ცხოვრებას ასახავს. ერთ-ერთ პერსონაჟს სჯერა, რომ მისი სანტა დედამისია. მისი რწმენა იმდენად ძლიერია, რომ გარშემომყოფებსაც სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს.

„საიდუმლო სანტა“

„მიუსაფარი სახლის გაცრეცილი კედლები ისე უმოწყალოდ ფიტავს გარემოს, როგორც დეკემბრის სუსხი ყინავს ადამიანის  სისხლსა და ხორცს. განვლილი დღეები დოკუმენტური სიზუსტით ემსგავსება ზაფხულის მეაწამულივით შავ ღამეებს.

 - ანი, მოდი აქ, რაღაც უნდა გკითხო?

- გისმენ!

- შენი საიდუმლო სანტა ვინ არის? - იუმორით მიუგო ათი წლის გოგონას მასზე უფროსმა მოზარდმა ...

- დედა?

- დედა რომ არ გყავს, აქ ხომ ყველა მიუსაფარი ვართ, ოჯახიდან უარყოფილი?

- დედა აზრსა და გონებაშია....მისი სითბო სულ თან მდევს, ლანდივით დამყვება....

- წარმოვიდგინოთ, რომ მართლა დედა მოვიდა, როგორ ფიქრობ, რას მოგიტანს?

- დედაშვილობას.....

ანიმ გახარებულმა თქვა ბოლო სიტყვა და სიხარულით გაემართა თავისი საძინებლისკენ...

ცოტა არ იყოს, დააბნია მოზარდი ამხელა რწმენამ, რომელიც ამ პატარა ბავშის გონებაში ბედნიერებად ილექებოდა....

მეორე დღეს ახალი წლის დილა გათენდა, ანას სარეცელთან რამდენიმე ტკბილეული და ერთი შელამაზებული თოჯინა მოკალათებულიყო ...

- დედამ მომიტანა! ანას სიხარულისგან თვალები გაუბრყინდა და გამალებით დაუწყო ნივთებს კოცნა-ალერსი....

მასწავლებელი კუთხეში მდგარ ლალის მიუბრუნდა, რომელიც სიამოვნებით უმზერდა პატარა მეგობრის აღტკინებულ თვალებს და გაკვირვებლმა ჰკითხა: 

- ლალი რატომ დაუთმე შენი ტკბილეული ანას, შენ ხომ უსაჩუქროდ დარჩი?

- მას სწამს, რომ დედა მოვა, მე კი ეს რწმენა დავკარგე. რწმენადაკარგული ადამიანის სიცოცხლე ორმოში დაგუბებულ    დაბინძურებულ წყალს ჰგავს, სადაც არაფერი საზრდოობს. ანის იმედი იმხელა სხივია, რომლის ნათებაც ამომავალი წერტილია ნებისმიერი გულნატკენი, ეულად დარჩენილი ადამიანისთვის!“,- წერს ნინო დოხტურიშვილი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება - რამდენი აბიტურიენტი არ მივიდა და როგორია სტატისტიკა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება