| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლები ჰიბრიდულ სწავლებაზე არიან. მოსწავლეების ნაწილს გაკვეთილები დისტანციურად უტარდება, ნაწილს კი - საკლასო ოთახებში.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მასწავლებელმა ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასასწყისში მიიღეს რეკომენდაცია, რომ შემაჯამებელი დავალებები ბავშვებს „თიმსში“ დააწერინონ, მიუხედავად იმისა, მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე იქნებიან თუ არა. პედაგოგების ნაწილისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოსწავლის ცოდნის შემოწმება დისტანციურად, თუმცა ეს რთული სულაც არაა.
ვისაც ჯერ არ გიცდიათ, პლატფორმა „თიმსში“ შემაჯამებელი ტესტის შედგენას გასწავლით. დავალებების ველში დააჭირეთ ღილაკს „შექმნა“, აირჩიეთ „ტესტი“, შემდეგ კი „ახალი გამოკითხვა“. ტესტისთვის სათაურის ველიცაა განკუთვნილი, ასევე შეგიძლიათ კომენტარისა და ფოტოს დართვა. ტესტის კითხვები შესაძლებელია იყოს როგორც არჩევითპასუხიანი, ასევე ღია, სადაც მოსწავლე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ ნააზრევს გადმოსცემს.
შემაჯამებელი წერის ელექტრონულად დაგეგმვა მარტივია და არც მატერიალურ რესურსს მოითხოვს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ მოგიწევთ ათეულობით ფურცელთან შეხება და მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება თქვენი ინფიცირების რისკს არ გაზრდის.
იხილეთ ტესტის შედგენის ვიდეოინსტრუქცია
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა