სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

აუცილებელია თუ არა ელექტრონული ჟურნალის შევსება მაშინ, როდესაც სკოლა დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადადის? 
26-02-2022
-
+


კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმს ირჩევენ. ასეთ დროს ელექტრონულ სისტემაში გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ონლაინ გაკვეთილებისთვის სასკოლო ცხრილი არ გამოიყენება და პედაგოგები გაკვეთილების ახალ განრიგს ადგენენ.

ეპიდემიოლოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სკოლა სრულად დაიხუროს, დროებითია და იზოლაციის წესების დაცვის შემდეგ პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის კედლებს ერთ ან რამდენიმე კვირაში უბრუნდებიან. ასეთ დროს ხშირად ისმევა კითხვა - აუცილებელია თუ არა დროებითი დისტანციური სწავლების პერიოდში ელექტრონული ჟურნალის წარმოება და როგორც დასწრების აღრიცხვა, ასევე განმსაზღვრელი შეფასების დაწერა?

სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა თუ საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ეს მოსწავლეთა შეფასებაზე არ უნდა აისახებოდეს. აქედან გამომდინარე, განმსაზღვრელი შეფასების დაწერა აუცილებელია როგორც დასწრებული, ასევე ონლაინ სწავლების დროს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განმსაზღვრელი შეფასების დაწერა სავალდებულოა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ნიშანი ასევე იწერება მე-5 კლასის მეორე სემესტრში.

ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას შეხვდებით განმსაზღვრელი შეფასების კომენტარის ველსაც. აღნიშნული ველის შევსება სავალდებულო არაა, ეს პედაგოგის სურვილზეა დამოკიდებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება