სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N4 საჯარო სკოლაში ცნობილმა თამაშმა აიღო სტარტი
08-02-2022
-
+


ხონის N4 საჯარო სკოლაში დეკემბრეში ცნობილმა საერთაშორისო თამაშმა - Mystery Skype აიღო სტარტი. ყველაზე უჩვეულო და ახალი ამ ცნობილი თამაშის რუსულ ენაზე განხორციელებული იყო. ეს იდეა პირველად მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელში ესტონელმა პედაგოგმა გააჟღერა, რასაც მასწავლებლებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნული იდეის განხორციელებისა და მონაწილეობის სურვილი კი საქართველოდან პირველად ხონის N4  საჯარო სკოლამ გამოთქვა. პირველი შეხვედრა ესტონეთის ერთ-ერთ სკოლასთან 2 დეკემბერს შედგა, რომელშიც ჯერ მე-8 კლასი მონაწილეობდა, შემდეგ ეტაპზე კი თამაშში მე-9 და მე-10 კლასები ჩაერთნენ. მონაწილე ქვეყნების სპექტრიც გაფართოვდა - თამაშს უზბეკეთიდან და სამხრეთ კორეადან შემოუერთდნენ  და საერთო ჯამში სულ სამი დისტანციური შეხვედრა ჩატარდა.

თამაშის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს ორი სხვადასხვა ქვეყნის გუნდი ხვდება; მონაწილეები უსვამენ ერთმანეთს კითხვებს რუსულ ენაზე, ცდილობენ დაადგინონ, თუ სად მდებარეობს თანამოსაუბრის ქვეყანა ან ჩაფიქრებული ობიექტი, პასუხები არის მოკლე და შემოიფარგლება მხოლოდ „დიახ“ ან „არა“-თი.  აღიარებულია, რომ საერთაშორისო თამაში Mystery Skype არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარებს, როგორიცაა:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • თანამშრომლობა;
  • კულტურული ცნობიერება და კულტურათაშორისი ურთიერთობები;
  • დედუქციური მსჯელობა;
  • ციფრული წიგნიერება;
  • გეოგრაფია;
  • გუნდური მუშაობა;
  • კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება უცხო ენაზე.
„უცხოური ენის შესწავლის მთავარი მიზანი ხომ კომუნიკაციაა, კითხვების დასმა და პასუხი მოსაუბრესთან, დიალოგის წარმოება, საკუთარ თავზე, სკოლაზე მოყოლა, მშობლიური ქვეყნის კულტურის გაცნობა. ამ შესაძლებლობებს იძლევა ეს საერთაშორისო თამაში, იგი შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის და რაც მთავარია - ზღვა ემოცია და პოზიტივი, ახალი ნაცნობობა, შთაბეჭდილებები და პერსპექტივები. ასე შინაარსიანად და საინტერესოდ დამთავრდა წლის ბოლო თვე  ხონის მეოთხე საჯარო სკოლაში - წინ კი ახალი შეხვედრების მოლოდინებია სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებთან, რომლებიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყველანი ერთი პლანეტის შვილები ვართ და  ბევრი საერთო გვაერთიანებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება