სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ვის შეუძლია სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა? - ტესტის ტიპი და გადასალახი ბარიერი
26-02-2022
-
+


სპეციალური მასწავლებლებისთვის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდა 2021 წელს პირველად ჩატარდა. ცნობილია 2022 წლის საგამოცდო პროგრამაც. მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია სავარაუდოდ მარტში გამოცხადდება.

ვის შეუძლია სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა?

გამოცდაზე გასვლა ყველა მსურველს შეუძლია. ამ მხრივ არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარება არ ნიშნავს, რომ პირს სტატუსი ავტომატურად მიენიჭება. იმისათვის, რომ აპლიკანტი უფროსი სპეციალური პედაგოგი გახდეს, უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
  • უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

პირი, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და რომელიც სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებულია/დასაქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვალდებულია, როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირმა, კომპეტენციის დადასტურების მიზნით, ჩააბაროს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

როგორია გადასალახი ბარიერი და რა სახის ტესტი დახვდება აპლიკანტს?

2021 წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა 54 იყო. გამოცდა კი წარმატებულად ჩააბარეს მათ, ვინც 60%-ზე მეტი ანუ 33 ქულა მიიღეს. etaloni.ge დაინტერესდა, იგივე ზღვარი იქნებოდა თუ არა გამოცდაზე 2022 წელსაც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაგვიდასტურეს, რომ გადასალახი ბარიერების ცვლილება არ იგეგმება.


იხილეთ ასევე: რა არის საჭირო, რომ გახდეთ წამყვანი სპეციალური მასწავლებელი?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება