სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზედმეტად გამოყოფილი 4 მილიონი და აღურიცხავი ჯარიმები - განათლების სამინისტროს ფინანსური დარღვევები
26-02-2022
-
+


სახელმწიფო აუდიტის მერი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2020 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად უწყების გაერთიანებულ (კონსოლიდირებულ) ანგარიშებში დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ზედმეტად ელიმინირებულია − 4,882,474 ლარი, ხოლო არ არის ელიმინირებული − 34,399 ლარი.

აუდიტის ანგარიშის თანხმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამის ფარგლებში ელიმინირებული თანხები მოიცავს იმ ერთეულებს, რომლებიც არ არიან სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სკოლები, სულ − 18,568,348 ლარი. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული სკოლების ფინანსური ანგარიშგებები კონსოლიდირებულია მხოლოდ მიღებული დაფინანსების ფარგლებში, რაც ეწინააღმდეგება აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნებს.

აუდიტის ჯგუფმა გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული ფინანსური ანგარიშგებების შესახებ, რის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: რიგ შემთხვევებში გადარიცხული თანხები არ არის სრულად ათვისებული და ხარჯად აღიარებული;  ასევე არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია ათვისებული ან ხარჯად აღიარებული თანხების შესახებ;  რიგ შემთხვევებში გადარიცხული თანხები ათვისებული და, შესაბამისად, ხარჯად აღიარებულია სხვადასხვა კლასიფიკაციით. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი შიდაჯგუფური  სხვადასხვა განხორციელებული ოპერაციები, რომლებიც არ არის ელიმინირებული, კერძოდ:   სააგენტოს საჯარო სკოლებისთვის სხვა არაფინანსური აქტივების ოპერაციები, სულ − 10,652,769 ლარი.  გადაცემით წარმოქმნილი ოპერაციები, სულ − 21,614,164 ლარი.

„შედეგად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია შემოსავალი და ხარჯი, სულ 27,418,857 ლარით და ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება ელიმინირებული თანხის, 18,568,348 ლარის სისწორეზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება საბუღალტრო აღრიცხვის სისტემას აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროში არ არის შემუშავებული და დანერგილი ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა. ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობა იწვევს არათანმიმდევრულ აღრიცხვიანობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში და ზრდის ფინანსურ ანგარიშგებაში დაშვებული უზუსტობების რისკს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება