სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლაში თეთრიწყაროელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლეს
07-02-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში თეთრიწყაროელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლეს. 

ჯგუფი ახორციელებს პროექტს „მო-იფიქრე“, რომლის მიზანიც სამაგიდო თამაშების კლუბის ფორმირების გზით, ახალგაზრდების გააქტიურება,  დამეგობრება, დასვენება-გართობა, ასევე დროის ნაყოფიერად ორგანიზების და შემეცნების პროცესის ხელშეწყობაა. 

სკოლაში მათ მიერ დაგეგმილ აქტივობაში მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. აღნიშნულმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, საინიციაპივო ჯგუფს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმაც უმასპინძლა.

„საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ფორმალური განათლების პროცესში თამაშით სწავლების კომპონენტის გაჩენა, ხელს შეუწყობს სასკოლო გარემოს ახალგაზრდებზე ორიენტირებას, ხოლო მეორე მხრივ ახალგაზრდებში მოტივაციის ზრდას გააქტიურდნენ როგორც მოქალაქეები, განვითარდნენ და ცოდნასთან ერთად შეიძინონ ისეთი სოციალური უნარები, როგორიცაა ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, გუნდში მუშაობა, ემოციების მართვა, მოსმენა, აზრის გამოხატვა/წარდგინება, კონცენტრირება, პასუხისმგებლობის აღება თუ სხვა.
პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება