სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მორძგვეთის საჯარო სკოლაში, პანდემიის გამო, ზარი მხოლოდ ორი მოსწავლისთვის დაირეკა
04-02-2022
-
+


როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. მიუხედავად ამისა თითოეული პედაგოგი თუ თანამშრომელი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაზე ზრუნავს. მათ მოწოდებას ბავშვებზე ზრუნვა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა წარმოადგენს.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო სკოლაში მიმსვლელი მოსწავლეების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, თუმცა სკოლის ზარი მე-2 კლასელ გურამ მიროტაძისთვის და მეოთხეკლასელ ნიკოლოზ მიროტაძისთვის მაინც ირეკება. პატარა მოსწავლეების ბიძა როინ მიროტაძე გახლავთ, რომლის სახელობასაც წარმოადგენს სკოლა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის, მ/შ მაია ბარჯაძე მეტად ემოციურ წერილს ავრცელებს:

„პანდემიამ სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი ამ დღეებში კიდევ უფრო შეამცირა. ჩვენი სკოლის ზარი მხოლოდ ამ ორი ბიჭისთვის - მეორეკლასელი გურამ მიროტაძის და მეოთხე კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ მიროტაძისთვის დაირეკა, რომლებიც ამაყები არიან იმის გამო, რომ თავიანთი ბიძის - როინ მიროტაძის სახელობის სკოლაში სწავლობენ. ვუსურვებთ გურამს და ნიკოლოზს ჯანმრთელობას, წარმატებებს და მეგობრების სიმრავლეს! ჩვენს პატარა სკოლას კი ვუსურვებთ, რომ არასოდეს შეწყდეს აქ ზარის წკრიალი და მოსწავლეთა ჟრიამული! მასწავლებლებს კი მადლობა, რომ ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად, ყოველ გაკვეთილს ჩვეული რუდუნებით ატარებენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება