სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს
04-02-2022
-
+


კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ხალისით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად - „ტომ სოიერის თავგადასავალი“ წაიკითხეს. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და სწავლის ონლაინ ფორმატიდან გამომდინარე ღონისძიება ონლაინ ჩატარდა.

ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ბარბარე გაბედავა გახლავთ.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 2016 წლიდან უერთდება, შესაბისად, ჩვენი ქვეყანა უკვე მეშვიდედ ერთვება წიგნის კითხვის ამ საერთაშორისო მარათონში, რასაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც ხალისით შეუერთდნენ. ამ დღის აღსანიშნავად მათ ყველა ბავშვისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოები მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ წაიკითხეს. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე (სასწავლო პროცესი სკოლაში დისტანციური ფორმატით მიმდინარეობს) მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მკითხველებს, ლიტერატორებს და ყველას, ვისაც წიგნი, ლიტერატურა და კითხვა უყვარს დისტანციურად მიულოცეს. ამასთანავე, ამ ფორმით წიგნის კითხვისაკენ მოუწოდეს საზოგადოებას და და პოპულარიზაცია გაუწიეს წიგნს, რომელიც ამ ტექნოლოგიური ეპოქის ხანაშიც კი შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესია. იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება