სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური გარემო“- ლელიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჭუმბურიძე
04-02-2022
-
+


რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჭუმბურიძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ღირებულებები.  

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- უნდა იყოს აღჭურვილი, როგორც თეორიული ცოდნით, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, შეძლოს ეფექტური კომუნიკაცია, იყოს მუდმივად ძიებაში, ისწრაფვოდეს ცვლილებებისა და განვითარებისაკენ.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

-  ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

-  ჩემი სკოლის მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

-  რომ უწყვეტი განვითარება წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

-  მეტი ჩართულობა, როგორც სკოლის მიერ ინიცირებულ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან შემოთავაზებულ კონკურსებსა და პროგრამებში.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- სკოლაში მიღებული ცოდნა და ასევე სკოლის აქტიური ჩართულობა სხვადასხვა პროექტსა პროგრამაში მოსწავლეთა განვითარებაზე დადებითად აისახება, ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებას.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება