სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„თიანეთის ეტალონის მონაწილეები“ ერთმანეთს ხელჩაკიდებულები გულშემატკივრობენ
22-02-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი, ინოვაციური პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თიანეთის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მასში თიანეთის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „LDS Charities“-ის წარმომადგენლები - მაიკლ და კიმ დონოვანები და ალექს ლობანოვი, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი, თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

უშუალოდ ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე, გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „თიანეთის ეტალონ მოსწავლეს“, თამარ აბრამიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

თიანეთის N2 საჯარო სკოლას კი „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელი კი 50 ლარს მიიღებს. 

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება