სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა, რადგან მან დაფასთან მაგალითი ვერ ამოხსნა - სკანდალი უკრაინის სკოლაში
05-02-2022
-
+


უკრაინაში, ზაკარპატიეს ოლქში მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა, რადგან მან დაფასთან მაგალითის ამოხსნა ვერ შეძლო. სხვა მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ ეს მასწავლებლის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 

უკრაინელმა მეოთხეკლასელებმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელზეც ასახულია როგორ სცემს მოსწავლეს მასწავლებელი. 

სკოლაში ამ სიტუაციის გამო სკანდალი აგორდა. ინციდენტში პოლიციაც ჩაერთო. 

შემთხვევიდან მეორე დღეს სკოლაში მეოთხეკლასელთა ყველა მშობელი დაიბარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მასწავლებლის ბოდიშს მოისმენდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად საყვედური მიიღეს. 

მოსწავლემ, რომელმაც ვიდეო გადაიღო, მშობლებთან აღიარა, რომ თავადაც მასწავლებლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. „არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებთან ანალოგიურად იქცევიან, მაგრამ სკოლების დირექცია ამაზე თვალს ხუჭავს“, - ამბობს მისი დედა. 

ნაცემი ბავშვის დედა კი მომხდარში მიუღებელს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ მასწავლებელი ეცოდება კიდეც. 

„ეს არის ხანდაზმული ქალბატონი, რომელმაც ამ სამსახურს მთელი ცხოვრება მიუძღვნა და არაერთი თაობა აღზარდა, ვიღაცამ კი ამ ყველაფრით პიარი გაიკეთა“, - აღნიშნა მან. 

ინციდენტის შემდეგ მასწავლებელმა სამსახური მალევე დატოვა. 

მართალია, ნაცემი ბიჭუნას მშობლებმა პოლიციაში განცხადების დაწერაზე უარი თქვეს, მაგრამ სამართალდამცავებმა საქმის წარმოება მაინც დაიწყეს. მასწავლებელს დაახლოებით ერთწლიანი გამასწორებელი სამუშაო ელის. მოსწავლეებთან კი ფსიქოლოგი იმუშავებს. 

წყარო: ТСН


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება