სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რამდენი დღით შეუძლია ბიულეტენით სარგებლობა მასწავლებელს? - აუნაზღაურდება თუ არა პედაგოგს გაცდენილი დღეები
20-02-2022
-
+


საჯარო სკოლის პედაგოგებს, ავადმყოფობის დროს, ბიულეტენით განსაზღვრული დღეები სრულად უნაზღაურდებათ. პანდემიის პერიოდში საავადმყოფო ფურცლის გამოყენება ბევრ მასწავლებელს მოუწია. მათ თანამდებობრივი სარგო და დანამატები თითოეული გაცდენილი დღის შესაბამისად დაუანგარიშდათ.

მასწავლებლებს საავადმყოფო ფურცლით განსაზღვრული დღეები სრულად უნაზღაურდებათ, თუმცა თუ მასწავლებელმა ავადმყოფობის გამო, წლის განმავლობაში, დაწესებულ დღეებზე მეტი გააცდინა, შესაძლოა ის სამსახურიდანაც კი გაათავისუფლონ. მაგალითად, თუ პედაგოგის ავადმყოფობა ზედიზედ 40 დღეზე მეტი გაგრძელდა, მას შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულება შეუწყდეს, ასევე სამსახურიდან გაათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს 6 თვის განმავლობაში 60 დღეზე მეტის გაცდენა, თუნდაც ეს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მოხდეს.

თუ შრომისუუნარობა დაწესებული დღეების ზღვარს არ გადასცდება, პედაგოგს ჯანმრთლობაზე ზრუნვისთვის გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდება და სამსახურში ადგილიც შეენახება.

„თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთან, თუ მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული შვებულება“, - წერია კანონში.

რაც შეეხება ბიულეტენის დაანგარიშების წესს:

„საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატები) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა ყველა დამსაქმებელთან ცალ-ცალკე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება