სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

როგორ ალაგებენ კლასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები: საინტერესო ფაქტები
12-01-2022
-
+


საკლასო ოთახების დალაგება-დასუფთავების საკითხს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად უდგებიან. საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მოსწავლეები კანონმდებლობით არიან ვალდებულნი მოწმინდონ იატაკი, სხვაგან კი დამატებით დასუფთავებაზე მშობელია პასუხისმგებელი.

იაპონია

იაპონიაში მოსწავლეები თავად ალაგებენ სკოლებს, თან ამას სიამოვნებით აკეთებენ. საინტრესოა, რომ იაპონელ მშობლებს აქვთ უფლება დაიჩივლონ, რომ მის შვილს სკოლაში, მაგალითად, იატაკის მოწმენდა არ ასწავლეს. რადგან ითვლება, რომ დალაგების მიზანი არა სკოლის სისუფთავეზე ზრუნვა (ამისთვის არის ტექნიკური პერსონალი), არამედ მოსწავლეებისთვის დამოუკიდებელად ცხოვრების, შრომის და გუნდურად მუშაობის სწავლებაა.

სქემა შემდეგია - მოსწავლეთა ჯგუფი კვირაში ერთხელ ახალ დავალებას იღებს. ერთნი კედლებსა და კარებს წმენდენ, სხვები კარადებსა და სანათებს, ვიღაც სკოლის ეზოს ალამაზებს. ყველაზე მეტად ბავშვებს უყვართ მცენარეების მოვლა და ცხოველების გამოკვება. 

დალაგებისთვის იაპონურ სკოლებში სადილის შემდეგ, დიდ შესვენებაზე 20-წუთია გამოყოფილი. ამ დროს მხიარული სიმღერა უკრავს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეების დასუფთავების სამუშაოებში ჩასართველად კი  ქვესტები (როლური თამაშები) ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან ერთად ტექნიკური პერსონალი, ზოგიერთ სკოლაში კი მასწავლებლები ალაგებენ.

ჩინეთი


ჩინელი მოსწავლეები სკოლას ყოველ დილით ვარჯიშის შემდეგ ერთდროულად ალაგებენ. ყველა ბავშვმა, პირველიდან ბოლო კლასამდე, დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს შენობაზე, რომელშიც სწავლობს. ამავე დროს, დამლაგებლები ზრუნავენ დერეფნებზე, დარბაზებსა და სველ წერტილებზე. მაგრამ მათი დახმარება სკოლის მოსწავლეთა მორიგე ჯგუფს ევალება. თითოეულ მოსწავლეს ასეთი მორიგეობა თვეში ერთხელ უწევს. 

ასევე ბავშვები ასუფთავებენ ეზოებს, ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში მორიგეობენ სამზარეულოში და კერძებს არიგებენ. ხანდახან მოსწავლეებს ფანჯრების დაწმენდაც უხდებათ. 

აღსანიშნავია, რომ ჩინელ მოსწავლეებს დალაგება უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ისეთი სახალისო არ არის, როგორც იაპონიაში. მათ ახალისებთ სასწავლო პროცესიდან მოწყვეტის შესაძლებლობა, რომელიც დღეში 10 საათი გრძელდება.

სინგაპური


ხუთი წლის წინ, სინგაპურმა მოსწავლეებისთვის სკოლაში სავალდებულო დასუფთავების სამუშაოები დააკანონა. მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ სკოლის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მათ კლასზეა მიმაგრებული. ეს შესაძლოა იყოს ეზო, დერეფანი, სპორტდარბაზი, ლაბორატორია. 

სამუშაოს მინიმალური დრო, რომლის მიხედვითაც კანონი შესრულებულად ითვლება, დღეში 10 წუთია. თუმცა, სკოლებს საკუთარი შეხედულებისამებრ მოსწავლეებისთვის უფრო ხანგრძლივი სამუშაო პასუხისმგებლობის დაწესება შეუძლიათ.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელი მოსწავლეები კლასებს მხოლოდ ექსპერიმენტის ფორმით ალაგებენ. ახლახან, დევონის საგრაფოს ზოგიერთ სკოლაში გადაწყვიტეს, რომ ეს დამლაგებლების დატვირთვის შესამცირებლად და ბავშვებისთვის ამ პროფესიისადმი პატივისცემის გამოსავლენად შესანიშნავი ხერხია. მაგრამ მოსწავლეები მხოლოდ კლასებში ალაგებენ. 

ექსპერიმენტმა პრესაში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ბრიტანელების უმეტესობა დარწმუნებულია: მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ წესრიგი, მაგრამ არა დალაგება. 

აშშ და კანადა

ამ ქვეყნებში დალაგებას აიძულებენ მხოლოდ მათ, ვინც წესრიგს არღვევს. გარჯა უწევთ, მათ, ვინც ანაგვიანებს, მერხებსა და კედლებზე ხატავს და ა.შ. მაგალითად, თუ მოსწავლემ მერხი მოხატა, მან მთელი კლასის მაგიდები უნდა გაასუფთაოს. 

საფრანგეთი

ამ ქვეყანაში ბავშვები კლასებს არ ალაგებენ, მაგრამ თუ ისინი სკოლის ქონებას ან თანაკლასელის პირად ნივთებს დააზიანებენ, თუ გინდ ეს ტანსაცმელზე მოწყვეტილი ღილი იყოს, ბევრ სკოლაში, ავტომატურად მშობელი ჯარიმდება.

ფულის გადახდა უწევთ იმ მშობლებსაც ვისი შვილიც ანაგვიანებს, ამიტომ სკოლაში დალაგების დამატებითი მომსახურეობის დაფარვაა საჭირო. ამისთვის დედები და მამები დაზღვევას იხდიან, რომელიც ერთ-ერთი მშობლის ანგარიშზეა მიბმული. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება