TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაბუმეს თემის N3 სკოლის ქიმიის მოყვარული მოსწავლე ალექსანდრე კვირტია სხვადასხვა ოლიმპიადასა თუ პროექტში წარმატებით მონაწილეობს
11-01-2022
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ალექსანდრე კვირტია სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობს. 

ალექსანდრე სკოლის ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეა. ამჯერად, ონლაინ სკოლაში მონაწილეობდა, სადაც ქიმია გაღრმავებულად ისწავლებოდა. მანამდე კი ევროპული განათლების პროგრამა ნაუტილუსის მიერ ორგანიზებულ ქიმიის დისტანციურ სასკოლო ოლიმპიადაში იყო ჩართული.

სკოლა ამაყობს მისი მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„მე-9 კლასის მოსწავლემ ალექსანდრე კვირტიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის საგანმანათლებლო პორტალის - „ზურგჩანთა“ ონლაინ სკოლაში, სადაც მიმდინარეობდა ქიმიის გაღრმავებული სწავლება, პერიოდულად ტარდებოდა ტესტირებები. აღსანიშნავია, რომ პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით, ალექსანდრემ მეშვიდე ადგილი დაიკავა. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა.

გარდა ამისა, ალექსანდრემ მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების პროგრამა „ნაუტილუსის“ მიერ ორგანიზებულ დისტანციურ სასკოლო ოლიმპიადის ქიმიის ტურში, სადაც მან პირველი ტური წარმატებით გადალახა და მოიპოვა მეორე ტურში მონაწილეობის უფლება.
ვულოცავთ ალექსანდრეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მორიგ გამარჯვებებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება