სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რას უნდა ელოდოთ თუ გამოცხადებულ ვაკანსიას ვადა გასდის და თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიკავშირდნენ?
30-12-2021
-
+


სკოლებში ვაკანსიები ყოველდღიურად ნახლდება, ბოლო ერთ კვირაში სკოლებში ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი გაჩნდა.

ვაკანსიების გამოცხადებას ყველაზე მეტად მასწავლებლობის მსურველები ელოდებიან. არის შემთხვევები, როდესაც გაგზავნილი რეზიუმე გამოხმაურების გარეშე რჩება.

რას უნდა ელოდოთ თუ გამოცხადებულ ვაკანსიას ვადა გასდის და თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიკავშირდნენ?

სკოლის ადმინისტრაციები, ძირითადად, ვაკანსიის დროის ამოწურვას ელოდებიან, რომ შესული რეზიუმეები გადაარჩიონ. პირველი ეტაპი რომ წარმატებით გადალახოთ, სასურველია, ვაკანსიის ვებ გვერდზე თქვენი მონაცემები სრულყოფილად იყოს შევსებული, ჩანდეს თქვენი განათლება, სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობები და სამოტივაციო წერილი.

თუ თქვენი სასურველი ვაკანსიის დრო იწურება და ჯერ სკოლაში გასაუბრებაზე არ დაუბარებიხართ, ნუ აღელდებით, თუმცა თუ ვაკანსიის დრო უკვე რამდენიმე დღის წინ ამოიწურა და თქვენ არავინ დაგგავშირებიათ, ეს ნიშნავს, რომ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპი ვერ გაიარეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კანდიდატს გასაუბრების გარეშე, მხოლოდ რეზიუმეს განხილვის შემდეგ მისდის შეტყობინება, რომ ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რატომ წითლდება ვებ გვერდზე ვაკანსია დროის ამოწურვამდე?

როდესაც ვაკანსია აქტიურია, განცხადების დადების თარიღი მწვანე ფრადაა, ბოლო ვადა კი შავად არის აღნიშნული. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ვაკანსიის დრო ამოიწურება - წითლდება. არის შემთხვევები, როდესაც განცხადება ვაკანსიის დროის ამოწურვამდე წითლდება, რაც აჩენს ეჭვებს, წინასწარ ხომ არ აიყვანა სკოლამ კადრი, ვაკანსია კი ფორმალურია? რეალურად, ფერის ცვლილება მანიშნებელია, რომ დრო იწურება და ვაკანსია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება აქტიური.


იხილეთ ასევე: 1000-ზე მეტი ვაკანსია ბოლო ერთ კვირში - სკოლები კადრებს ეძებენ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება