სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

პრაქტიკოსები სკოლიდან თავისი ნებით წავიდნენ - სისტემამ თავმოყვარე მასწავლებლები იმედგაცრუებულები დატოვა
30-12-2021
-
+


მასწავლებელთა გამოცდები 11 წელია ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ბევრი ცვლილება შევიდა, ერთ-ერთი იყო სტატუსის მოსაპოვებლად კრედიტების დაგროვების სისტემა. ეს ერთგვარი დახმარება იყო იმ მასწავლებლებისა, რომლებიც კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე საკმარის ქულას ვერ იღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, სანამ კრედიტების დაგროვების სისტემა ამოქმედდებოდა, ყველა მასწავლებელს როგორც საგნობრივ, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაზე ქულათა 60%-ზე მეტი უნდა მიეღო. გამოცდების შედეგები სახარბიელო არ ყოფილა. პედაგოგებისთვის პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება რთული აღმოჩნდა. გარდა ამისა, როგორც თავად მასწავლებლები აღნიშნავენ, 2014 წლამდე ასევე რთული იყო საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, რადგან საგამოცდო ტესტები საგნობრივი ცოდნის გარდა ამოწმებდა უნარებს, თუ რამდენად შეეძლო მასწავლებელს საკუთარი ცოდნის მოსწავლემდე მიტანა, ფლობდა თუ არა სწავლებისთვის საჭირო მეთოდებს.

მასწავლებლებს როგორც საგნის, ასევე უნარების გამოცდაზე გასვლა ყოველ წელს შეეძლოთ, 2019 წელს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა გამოცდები ორჯერ ჩაატარა - ივლისსა და ნოემბერში. ეს გამონაკლისი იმიტომ დაუშვეს, რომ პრაქტიკოსებისთვის „ბოლო შანსი“ უნდა ყოფილიყო, დაედასტურებინათ პროფესიული კომპეტენცია, თუმცა მას შემდეგ „ბოლო შანსი“ მასწავლებლებს ბევრჯერ მიეცათ.

ამ წლების განმავლობაში, ათასობით მასწავლებელმა გამოცდებში ჩაჭრით მიღებულ სტრესს ვერ გაუძლო. ისინი სისტემიდან გავიდნენ. ზოგმა პედაგოგმა კრედიტების დაგროვებაზეც უარი თქვა და გამოცდაზე გასვლაც შეურაცხმყოფელად ჩათვალა, რადგან მასწავლებლების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათთვის გამოცდის ჩატარება დამცირება იყო. პროფესიიდან წასული პედაგოგების ნაწილი კი ობიექტურად მსჯელობდა და ამბობდა, რომ თუ გამოცდას ვერ აბარებდნენ - ჯობდა ადგილი სხვისთვის დაეთმოთ, რადგან მათ სამსახურის შესანარჩუნებლად ნერვიულობა არ უღირდათ. საერთო ჯამში, მასწავლებელთა გამოცდების დაწყების შემდეგ სკოლაში პედაგოგთა რაოდენობა 17 192-ით შემცირდა. აქედან 8000-ზე მეტი მასწავლებელი სკოლიდან საპენსიო ჯილდოს სანაცვლოდ წავიდა, დანარჩენი ათასობით პედაგოგი კი, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე წლები ეკლდათ - თავისი სურვილით.

დღეს, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 700-მდე პრაქტიკოს პედაგოგს სამსახურში დარჩენის შანსი მისცა, სკოლიდან თავისი ნებით წასული მასწავლებლები უსამართლობაზე ალაპარაკდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ დაზარალდნენ საკუთარი თავმოყვარეობის გამო, რადგან რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როდესაც პროფესიულ უნარებში 1,2 ან 3 ქულა დააკლდათ, თავი შერცხვენილად იგრძნეს და სკოლა დატოვეს, არადა მათი ნაწილი, ვისაც საგნის გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, უნარები კი - არა, დღეს სტატუსს მიიღებდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება