| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული უნარების სააგენტოს წარდგენის ღონისძიება გახსნა, რომელიც სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით,საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნდა.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი გუნდი ყოველთვის დიდ ნაბიჯებს დგამდა პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე გამორჩეულად წინგადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ, ვინაიდან სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, გვაქვს ახალი სტრატეგია, ახალი მიზნებითა და გამოწვევებით და სისტემის მართვის ჭეშმარიტად ინოვაციური მოდელი. ბევრი ქვეყნისთვის ამგვარი თამამი ნაბიჯების გადადგმა დიდი გამოწვევაა.
ჩვენმა გუნდმა გაატარა კერძო სექტორთან თანასწორი პარტნიორობის პოლიტიკა. უფრო მეტიც, ამ პარტნიორობის ქმედითი სისტემა შექმნა.
მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებას, განათლების სხვა დარგებთან შედარებით, ეკონომიკური ბუნება აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა და უნარების პოლიტიკის შექმნისა და დანერგვის პროცესში პასუხისმგებლობის გაზიარება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. უნარების ეკოსისტემის მართვის ამგვარი მოწყობა გაზრდის არა მხოლოდ ჩვენი მომავალი პროფესიონალების მომზადების ხარისხს, არამედ ბევრად უფრო მჭიდროდ დააკავშირებს განათლებას ეკონომიკის დღეს არსებულ და მოსალოდნელ მოთხოვნებთან.
რა თქმა უნდა, რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია კოლეჯების, სასწავლო საწარმოებისა და უნარების სხვა მიმწოდებელთა როლი. უნარების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა მათი გაძლიერება და ხელშეწყობა იქნება, ვინაიდან მხოლოდ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლებლები შეძლებენ იმ ამბიციური მიზნების მიღწევას, რაც ყველამ ერთად დავსახეთ.
მსურს, ყველას მოგილოცოთ Erasmus+ პროგრამის პროფესიული განათლების კომპონენტის გახსნა და მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ ამ შესაძლებლობისთვის. რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს“.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას